"ლარის კურსი", სისულელე, არანაირი არგუმენტი. ხელოვნურად წევენ ფასს ზემოთ.
აქამდე ლოგკიურად მიდიოდა ფასები, ზამთარში წვა იმატებდა და ფასი აკლდებოდა, ზაფხულში წვა იკლებდა და ფასიც ოდნავ იმატებდა.
დღეს ვანგარიშობდი და აქაც დავწერ ბარემ, მოკლედ.
კაროჩე ჩემი მანქანის წვა ავიღოთ, 15 ლიტრი საშუალოდ.
15 ლიტრი ბენზინი პრემიუმი 15*2.50=37.5 ლარი.
იაფიანი რეგულარი 15*2.25=34 ლარი.
თხევადი რომ 1.50-ზე ავიდეს, 17 ლიტრი თხევადი = 17*1.5=25ლარი.
პრემიუმი VS თხევადი: 37ლ-25ლ=12ლ ეკონომია 100კმ-ზე
რეგულარი VS თხევადი: 34ლ-24ლ=9ლ ეკონომია 100კმ-ზე.
ანუ პრემიუმთან დაახლოებით 30% ეკონომიაა და რეგულართან 25%.
შაბათ-კვირის ფასებს-ბენზინის აქციებს აღარ ვვანგარიშობ -15 თეთრი ფასდაკლებები, ქეშბექები და ა.შ.
(იმ ხარჯებს აღარ ვთვლი რაც გაზზე მოსიარულე მანქანას აქვს, კვირაში ყველაზე მინიმუმ 10 ლარის ბენზინი მაინც ხომ უნდა ჩაასხა თან ზამთარია გვიან თბება ძრავი + გაზის ფილტრიც ხომ უნდა ცვალო 5-6000ზე ეს რაც 100%-ით უნდა. + ამას რამე ნაგავი გაზი რომ ჩაასხა რავიცი ხან ინჟექტორები იჭედება ხან რედუქტორი ივსება ნაგვით + ბენზონასოსს წესით მალე ერხევა მუდმივად გაზზე სიარულისგან + კატალიზატორს მალე ბრიდავს გაზი ესეც დამატებითი ხარჯები მაგრამ, კარგი, ჩავთვალოთ რომ სულ მაგარ გაზს ასხამ, აი შვილივით უვლი უთესლესი და უსვეჟესი მანქანა გყავს და არ გაწუხებს არაფერი

)
6 ცილინდრზე რომ გაზი ჩავაყენო 1600-1800 ლარი უნდა ხარისხიან აპარატურას რომ ტვინი არ მოგეტყნას და რომელიმე ხელოსანი საცემი არ გაგიხდეს. მაგალითზე ვთქვათ დღეში საშუალოდ გავდივარ 30-50 კმ-ს.
1800ლარი და დღე 50კმ ვიანგარიშოთ.
1800ლ 1200ლიტრი თხევადია. 1200ლ:17ლ*100= 7058კმ-ს გამატარებს. 7058:50= 141 დღე სადღაც 5 თვე.
ამ მანძილზე ბენზინი დამჭირდებოდა 2600 ლარის. 2600-1800 = 800 ლარის ეკონომია 5 თვეში,არც ერთი დღე მანქანა რომ არ გააჩერო და 50კმ-ზე ნაკლები არ გაიარო(რაც აბსურდია), ამ რეჟიმში 1 წლის მერე ამოიღებ აპარატურის ფულს და გახვალ მოგებაზე. (ზემოთ ჩამოთვლილ ზედმეტ შესაძლო ხარჯებს აღარ ვთვლი).
ხოლო ჩვეულებრივ რეჟიმში რომ იანგარიშო სადაც რაღაც დღეები მანქანას ვაფშე არ ანძრევ ადგილიდან, მოგაკითხეს, სხვა მანქანით გახვედი, დალიე, მოწიე, პრაზნიკებია და ა.შ. როგორც ხდება ხოლმე ალბათ 1.5წ მინიმუმ რომ ამოიღო ეგ ფული და სუფთა მოგებაზე გახვიდე მერე. იტოგში ან აი მართლა ძაააან ბევრს უნდა დადიოდე რომ გიღირდეს, ან უნდა ტაქსაობდე.
This post has been edited by BeCooL on 5 Dec 2019, 01:50