უკვდავი არაფერია, მაგრამ არის მანქანები, რომლებიც უფრო მეტ ხანს გატარებს უპრობლემოდ, ვიდრე სხვები. მაგალითად სივიკი გვყავდა ოჯახში, 23 თვეში 43 K კმ გავატარეთ, ისე რო პერედოკში 1 რეზინის შეცვლაც კი არ დასჭირვებია(ამაში არ ვგულისხმობ იმას, ზოგს რო გაუფუჭებლობა ჰგონია ის რო ერთი იმდენი დადიოდეს მანქანა) თბილისის გზები აეროპორტის ასაფრენი ბილიკია იმასთან შედარებით, სადაც მაგ მანქანით მივლია

ბაღებშიც დავდიოდით 4 კაცი მწყერზე სანადიროთ + ბუქსაობასაც არ ვაკლებდი და მანქანას მაინც არაფერი მოსვლია. გაყიდვისას შეამოწმა მყიდველმა და არაფერი სჭირდებოდა. 43 K-ზე მანქანის ხარჯი გვქონდა 250 ლარი, ეგეც დაუდევრობის გამო. გარბენი გაყიდვისას 210 ზე ოდნავ მეტი ჰქონდა. ადრე კიდე S80 გვყავდა 2.5 წელი(სადღაც 25-30 K კმ მდე გავატარეთ) და არც იმის პერედოკს დასჭირვებია ხელის ხლება. კიდე უფრო ადრე 940 ვოლვო გვყავდა 4 წელი და იმის პერედოკსაც არ დასჭირვებია რამე. ასე რო არის მანქანები, რომლის პერედოკიც (თუ თავიდანვე ნორმალურს იყიდი) 30-40-50 K კმ-ს გაგატარებს ისე რო არ გაგიფუჭდება, თOრე შეცვლით შეიძლება გაფუჭებულიც არ შეცვალოს კაცმა.