#43437062 · 13 Jan 2015, 16:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთხელ მე გავუსვი ვიღაცას მარჯანიშვილზე. მერსედესი იყო და შიტოკის კუთხე გავუფუჭე. ასე 50 წლის კაცი იქნებოდა. გადმოვედი ბოდიშებს ვუხდი, ჩემი ბრალი იყო და ტიპმა არ არის პრობლემა, წადიო. მეთქი წავიდეთ ვისთანაც შენ გინდა, თუ არავინ გყავს ნაცნობი მე წაგიყვან ხელოსანთან და არ არის საჭირო, წადიო. საფულე ამოვიღე, ფულს მოგცემ, რამდენი უნდა მითხარი მეთქი და არ არის საჭირო ხო გითხარიო. მერე ვეუბნები ჩემი ტელეფონი ჩაიწერე, თუ რამეა დამირეკე ყველაფერს გავაკეთებ მეთქი და ლამის ჩხუბი დამიწყო, მერანდენედ გითხრა, არაფერი არ არის საჭირო, კარგად იყავიო და დაქოქა მანქანა და წავიდა. ერთადერთი რაც ვიფიქრე, მანქანასაც ისეთი არაფერი ჭირდა და ალბათ იმის ეშინოდა უცებ პატრული არ დაგვდგომოდა, შეიძლება პრავა ქონდა ჩამორთმეული და ისე იჯდა მანქანაზე, ან რა ვიცი, ნასვამს არ გავდა მაგრამ შეძლება 1-2 ჭიქა ქონდა დალეული, რა ვიცი სხვა ახსნა ვერ მოვუძებნე მის საქციელს. მაგრამ ფული ხელში მეჭირა და არ გამომართვა, ფულის გამორთმევას რაღა უნდოდა, 1 წამი. ეს ერთი შემთხვევა მქონდა ცხობრებაში. ამის გარდა არც მე გამისვამს სხვისთვის და არც ჩემთვის გაუსვამს სხვას.
|