გუშინ სამეგრელოში სოფ. თეკლათში მომივიდა ავარია.
დაახლოებით 70-ით შევედი არცთუისე მკვეთრ მოსახვევში.
ტრასა სველი იყო, ცრიდა.
საერთოდ არ ველოდი მოცურებას.
მოულოდნელად, თითქოს ვიღაცამ ხელი მკრაო, მოვცურდი, (შევეცადე გამესწორებინა მანქანა) საწინააღმდეგო მხარეს ავიღე რული, მერე საწინააღმდეგო მხარეს გადავედი და მოკლედ ვისრიალე დაახლოებით50-60 მეტრი, წინიდან ტრაილერი მოდიოდა. მოკლედ გადავედი გზიდან და ვიღაცის პატარა ღობეს შევეჯახე.
ტრაილერის მძღოლმა გააჩერა, მოვიდა ჩემთან (მადლობა ყურადღებისთვის)
ვიღაცამაც გააჩერა, ისიც მოვიდა.
რომ დარწმუნდნენ, რომ კარგად ვარ, წავიდნენ.
გადმოვედი მანქანიდან, ვიფიქრე, მანქანას რაღაც გაუფუჭდა, ან რულავოი ან რამე ეგეთი, რადგანაც მოსახვევში მომიცურდა.
ტრაილერი რომ დაიძრა, იმ მოსახვევთან ახლოს რომ მივიდა, სადაც მე მომიცურდა მანქანა, ზუსტად იგივე ადგილას მოცურდა ახლა პორშე კეიენის ჯიპი, როგორც ჩანს ეგრევე ტორმუზს ხია და ვიღაცის ეზოში შევარდა, რაღაც რკინის ვიწრო ბოძიც მოგლიჯა და მოკლედ ძაან დედა ეტირა პორშეს. და ეგრევე ვიფიქრე, რომ ტრასაზე იყო რაღაც დასხმული, რამაც მოგვაცურა მე და პორშე.
დავაკვირდი და მთელ სიგრძეზე რაღაც ზეთი, ან სალიარკა, ან ბენზინი ან რამე ეგეთი იყო დასხმული, იმიტომ რომ ფერადი იყო აშკარად. დაახლოებით 50 სმ- სიგანეზე და მთელს სიგრძეზე გასდევდა გზას. გავგიჟდი კინაღამ. 10 წუთში მოვიდა პატრული და გადარეცხილი იყო უკვე ეს რაღაც სითხე. როგორც ჩანს ახალი დაღვრილი იყო. ვერ დავარწმუნე პატრული, რომ ჩემი ბრალი არ იყო მოცურება. მამენტ, ვერც გავამტყუნე პატრული რომ დამიწერა ჯარიმა.
მოკლედ ასე იყო რა

spider77 იზვინი რა, გუშინ ვერ გელაპარაკე და აი, წაიკითხე და მერე დამირეკე
არის რაღაცეები, რასაც ვერ იმასიზავ.