თებერვლის ბოლომდე საწვავი 20 თეთრით გაიაფდება. ერთ თვეში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი ბენზინის ფასი ლარნახევრამდე შემცირდება.
საწვავის მორიგი გაიაფება კვირის ბოლოს იგეგმება. როგორც "ბიზნეს-რეზონანსი" წერს, მსხვილ ნავთობიმპორტიორებს საწვავის აღნიშნულ მაჩვენებლამდე დაწევის გეგმა უკვე გაწერილი აქვთ.
როგორც კომპანიებში ამბობენ, თუკი მსოფლიოში არსებული ფასები შენარჩუნდა, საქართველოში ბენზინის ღირებულების 1,5-ლარამდე შემცირებაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ნავთობის ფასს, "ბანკ ოფ ამერიკას" პროგნოზით, "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულება 1 ბარელზე 31 დოლარს უკვე აპრილში გაუტოლდება.
ბანკის ანალიტიკოსების აზრით, მთელ მსოფლიოში ნავთობპროდუქტების მარაგი ძალიან სწრაფად იზრდება.
http://www.1tv.ge/ge/videos/view/31722.html