Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ავტომობილები
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(74)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
Tesla Motors
, Future is here
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706083
· 9 Feb 2015, 11:30 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
(IMG:
http://s017.radikal.ru/i400/1502/1a/a169f0c98b53.png
)
Tesla Motors დაარსდა 2003 წელს ადამიანთა ჯგუფის მიერ სილიკონის ველში (Silicon Valley) რომელთაც უნდოდათ დაემტკიცებინათ რომ ელექტრო მანქანა შეიძლება იყოს უკეთესი ვიდრე ჩვეულებრივ საწვავზე მომუშავე ავტომობილი. მომენტალური თორქით, წარმოუდგენელი სიმძლავრით და ნული გამონაბოლქვით.
Tesla-ს ინჟინრებმა ელექტრო ტრანსმისია პირველად დაამზადეს სპორტქარისთვის, რომელიც დაფუძნებული იყო 1888 წელს ნიკოლა ტესლას მიერ გამოგონებულ პატენტზე, გამომგონებელი რომელიც შთაგონება გახდა კოპანიისთვის. რეზულტატი იყო Tesla Roadster რომელიც წარმოდგენილ იქნა 2008 წელს, ავტომობილი რომელსაც შეეძლო აჩქარება 0-დან 60 მილამდე 3.7 წამში და 245 მილის გავლა ელემენტის (lithium ion) ერთი დამუხტვით. Tesla Roadster- მა დანერგა ახალი სტანდარტები ელექტრო მობილებისთვის. Tesla Motors -მა გაყიდა 2,400 Roadster-ი 30-ზე მეტ ქვეყანაში.
(IMG:
http://s010.radikal.ru/i311/1502/a3/fb1dd0d76af9.jpg
)
2012 წელს Tesla-მ ჩაუშვა წარმოებაში Model S, მსოფლიოში პირველი პრემიუმ კლასის ელექტრო სედანი. შექმნილი საფუძვლიდანვე 100% -ით ელექტრო მობილი. ავტომობილი 7 ადგილიანი ინტერიერით და 64 კუბური მეტრის სათავსოებით. Model S -ი არის კომფორტული და უსაფრთხო ავტომობილი რომელსაც 0-60 მილამდე აჩქარება 4.2 წამში შეუძლია. მისი ბრტყელი ელემენტი მოთავსებულია ავტომობილის ძირში და უზრუნველყოფს დაბალ სიმძიმის ცენტრს. Model S -ს მიღებული აქვს 5 ვარსკვლავი უსაფრთხოებაში ა.შ.შ -ს გზების უსაფრთხოების ნაციონალური ადმინისტრაციის მიერ.
(IMG:
http://i055.radikal.ru/1502/e8/c79c6abd7cf1.jpg
)
2014 წლის მიწურულს კომპანიის პრეზიდენტმა ელონ მასკმა წარმოადგინა Model S -ის ორ მოტორიანი all-wheel drive კომფიგურაცია რომელიც უფრო ეფექტურს და სწრაფს ხდის Model S-ს. მოდელ P85D -ს შეუძლია აჩქარება 0-60 მილამდე 3.2 წამში, ეს არის უსწრაფესი 4 კარიანი სედანი მსოფლიოში.
(IMG:
http://s004.radikal.ru/i205/1502/e1/fe592a4816a9.jpg
)
ახლა მსოფლიო მაშტაბით უკვე 50,000 Model S-ი მოძრაობს გზებზე. Tesla Motors ემზადება Model X -ის გამოსაშვებათ, 7 ადგილიანი კროსოვერი რომელიც გამორჩეული იქნება ტევადობით, სწრაფი აჩქარებით და ახალი ტიპის უკანა გვერდითი გარებებით რომელსაც falcon wing doors დაარქვეს.
(IMG:
http://s019.radikal.ru/i640/1502/ba/edd41410862a.jpg
)
Tesla -ს მფლობელები სიამოვნებით იყენებენ ავტომობილის შინ დამუხვტვის უპირატესობას და იმ მარტივ რეალობას რომ არასდროს მოუწევთ მათ ბენზინ გასამართ სადგურზე რიგში დგომა. ხოლო გრძელი მგზავრობისთვის Tesla-მ წარმოადგინა სუპერჩარჯერების ქსელი, რომელზეც ავტომობილების მეპატრონეებს შეუძლიათ სრულიად განმუხტული ელემენტი 100%-მდე დამუხტონ სულ რაღაც 40 წუთში და რაც მთავარია სუპერჩარჯერების მომსახურეობა სრულიად უფასოა Tesla -ს მფლობელებისთვის. ასეთი ტიპის სუპერჩარჯერები უკვე გახსნილია ა.შ.შ -ს ტერიტორიაზე და ევოპის დიდ ნაწილში.
(IMG:
http://s018.radikal.ru/i500/1502/56/e614d70ca68a.jpg
)
Tesla -ს ავტომობილები იწარმოება ამერიკაში, კერძოდ ქალაქ ფრემონტში, კალიფორნიის შტატში. ქარხნის წარმადობა არის 1,000 მანქანა კვირაში.
(IMG:
http://s018.radikal.ru/i506/1502/b4/0d566e3e5163.jpg
)
Tesla -მ დაიწყო მსოფლიოში უდიდესი 5 მილიარდის ღირებულების ელემენტების ქარხნის მშენებლობა ნევადას შტატში რომელიის დასრულების შემდეგ წარმოადგენს ახალ, ბევრად უფრო დაბალგფასიან ავტომობილ Model 3 -ს.
(IMG:
http://s04.radikal.ru/i177/1502/86/de9d3fe1df1e.jpg
)
სხვა სურათები:
(IMG:
http://s017.radikal.ru/i443/1502/cd/0e710b408a27.jpg
)
(IMG:
http://s018.radikal.ru/i500/1502/88/2fc9ea616352.jpg
)
(IMG:
http://s40.radikal.ru/i089/1502/c3/2a23e9041e09.jpg
)
ვიდეოები:
Tesla Roadster
Tesla Model S
Tesla Model X
* * *
ესეც Model S -ები საქართველოში:
(IMG:
http://s014.radikal.ru/i328/1502/5f/7c5deb907871.jpg
)
(IMG:
http://s009.radikal.ru/i308/1502/24/b0d6d657bc76.jpg
)
(IMG:
http://s017.radikal.ru/i412/1502/5e/e7b6cae30780.jpg
)
This post has been edited by
DaNGeR_DaNGeR
on 9 Feb 2015, 11:40
მიმაგრებული სურათი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
shotie
VR-4
ჯგუფი: Members
shotie
VR-4
ჯგუფი: Members
წერილები: 5389
წევრი No.: 16080
რეგისტრ.: 10-January 06
#43706364
· 9 Feb 2015, 12:02 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აი მაგის საყიდელი ფული მქონდეს და ვისაც დაენანოს მე იმის...
არანაირი რასხოდნიკი მაგას არ უნდა, არც საწვავი არც არაფერი
+ თბილისის პრობკებში იქნება იდეალური
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706467
· 9 Feb 2015, 12:13 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shotie
QUOTE
აი მაგის საყიდელი ფული მქონდეს და ვისაც დაენანოს მე იმის...
არანაირი რასხოდნიკი მაგას არ უნდა, არც საწვავი არც არაფერი
+ თბილისის პრობკებში იქნება იდეალური
ხო ერთადერთი მინუსი აქვს ფასი, მაგრამ 2017 წლისთვის აპირბეენ ფართო მასებისთვის, 35,000$ გირებულების მანქანის გამოშვებას, მანამდე მეორადებიც გაიაფდება და გვეშველება რამე :D
63,000$ -დან იწყება ეხლა ფასი ყველაზე საბაზისო კომპლექტაციის, ამაში უკვე გათვალისწინებულია ამერიკის მთავრობის მიერ გაკეთებული 7500$ -ის ფასდაკლება. ყველა ნორმალურ ქვეყანაში მთავრობა წახალისების მიზნით ანთავისუფლებს გარკვეული გადასახადებიგან ელექტრო მობილების მეპატრონეებს, ჩვენთან კიდე მემგონი ორმაგს გახდევინებენ :facepalm:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ig1988
Crazy Member
ჯგუფი: Members
ig1988
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3018
წევრი No.: 16020
რეგისტრ.: 8-January 06
#43706571
· 9 Feb 2015, 12:22 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ის 2 მანქანა თბილისში როა გადაღებული სად ტენიან? სახლიდან უდლინიწელი გამოყავთ? :spy:
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
>>levani9<<
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
>>levani9<<
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 10423
წევრი No.: 18006
რეგისტრ.: 10-March 06
#43706590
· 9 Feb 2015, 12:24 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
shotie
QUOTE
აი მაგის საყიდელი ფული მქონდეს და ვისაც დაენანოს მე იმის...
არანაირი რასხოდნიკი მაგას არ უნდა, არც საწვავი არც არაფერი
+ თბილისის პრობკებში იქნება იდეალური
+1
მეც სიამოვნებით ვიყიდიდი მაგის ფული რომ მქონდეს. არც ვიფიქრებდი ისე. აქსელერეაცია ძალიან მაგარი აქ და რავი. 3 და რაღაცში ჩქარდება 100 კმ მდე
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706597
· 9 Feb 2015, 12:25 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ig1988
თითოში დაახლოებით 120,000$ გადახდილი, ასეთი ფულის მქონე ადამიანებს კომფორტული გარაჟებიც აქვთ სადაც სპეციალური სახლის დამტენია დამონტაჟებული რომელიც საშუალოდ 6-7 საათში ტენის ავტომობილებს. :)
მაგრამ არც "უდლენიწელით" გამოვრიცხავ დატენვას :D
P.S სამი ცალი Model S დადის თბილიში :)
This post has been edited by
DaNGeR_DaNGeR
on 9 Feb 2015, 12:26
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
AmgBiturbo
Super Member
ჯგუფი: Registered
AmgBiturbo
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 601
წევრი No.: 179956
რეგისტრ.: 16-January 14
#43706684
· 9 Feb 2015, 12:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ig1988
რატო გარაჟები აღარაა თბილისში? მიწისქვეშა პარკოვკებშიც არი დენი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ig1988
Crazy Member
ჯგუფი: Members
ig1988
Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 3018
წევრი No.: 16020
რეგისტრ.: 8-January 06
#43706690
· 9 Feb 2015, 12:35 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
AmgBiturbo
მიწისქვეშა პარკინგზე არი მარა უფასოდ ვინ დაგატენინებს მანქანას, და მე არსად შემხვედრია ფასიანი ელექტრო "ზაპრავკა"
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706719
· 9 Feb 2015, 12:39 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ig1988
QUOTE
მიწისქვეშა პარკინგზე არი მარა უფასოდ ვინ დაგატენინებს მანქანას, და მე არსად შემხვედრია ფასიანი ელექტრო "ზაპრავკა"
საქართველოში ფასიანი/უფასო ელექტრო სატენი მანქანებისთვის უბრალოდ არ არსებობს, გასაგებია რომ ელექტრო მანქანები არ არის მასიურად შემოსული მაგრამ, როგორც ვიცი 4 ცალი Nissan Leaf დადის უკვე თბილიში და კიდე სხვა რამოდენიმე ელქტრო მანქანა და თუნდაც ერთმა დიდმა ბიზმნესმა (კარფურმა, სმარტმა და ა.შ.) რომ დადგას ერთი სარეკლამო სატენი თავის პარკინგზე არ იქნება ურიგო ნამდვილად.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
koba6204
Crazy Member
ჯგუფი: Registered
koba6204
Crazy Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 1189
წევრი No.: 163905
რეგისტრ.: 19-March 13
#43706740
· 9 Feb 2015, 12:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
იდეალური მანქანაა, თავიდან ჭირს ამხელა თანხის გადახდა, მერე კი აინაზღაურებს, ფაქტობრივად
მუქთად დადიხარ, რამდენს ვხარჯავთ ბენზინში აბა ვიანგარიშოთ, წელიწადში მინიმუმ 3000 ი
ლარი მაინ მინდა საწვავში,
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
SwaT-2011
es axali eraa, baby
ჯგუფი: Members
SwaT-2011
es axali eraa, baby
ჯგუფი: Members
წერილები: 10190
წევრი No.: 84622
რეგისტრ.: 14-February 09
#43706748
· 9 Feb 2015, 12:41 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მაგის ფული მქონოდა დაუფიქრებლად ვიყიდიდი :user: სტამბულშია უახლოესი ოფიციალური სადილერო :mo:
ეს მანქანები მომავალია ავტო წარმოების, დარწმუნებული ვარ 15-20 წელიწადში ელექტრო მობილები იმდენი ივლის რამდენიც ბენზინზე მომუშავე მანქანა.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Bull_
Veni-Vidi-Vici
ჯგუფი: Registered
Bull_
Veni-Vidi-Vici
ჯგუფი: Registered
წერილები: 1572
წევრი No.: 86442
რეგისტრ.: 11-March 09
#43706756
· 9 Feb 2015, 12:42 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძალიან მაგარი მანქანაა.
აქ არ წერია და საქართველოს ბანკსაც ყავს 2 ტესლა, შარშან იყიდეს....
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706825
· 9 Feb 2015, 12:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
koba6204
QUOTE
იდეალური მანქანაა, თავიდან ჭირს ამხელა თანხის გადახდა, მერე კი აინაზღაურებს, ფაქტობრივად
მუქთად დადიხარ, რამდენს ვხარჯავთ ბენზინში აბა ვიანგარიშოთ, წელიწადში მინიმუმ 3000 ი
ლარი მაინ მინდა საწვავში,
მოდი დავიტვალოთ ამერიკის პირობებით ჯერ:
ავტომობილი გიჯდება საშუალოდ 75,000$
წელიწადში რიგირთი ამერიკელი საშუალოდ ხარჯავს 3000 - 4000$ -ს საწვავზე, 500-600$ ზეთებზე და ფილტრებზე, სხვა ცვეთად ნაწილებზე რომელიც ტესლას არ აქვს საშუალოდ 500$
ანუ ჯამში ამერიკელს ჩვეულებრივი ავტომობილი უჯდება 4000 - 5000$ ხოლო ტესლა 0$
გავითვალისწინოთ ის რომ ტესლა 8 წლიან გარანტიას იძლევა ელემენტებზე ანუ 8 წელი შეგიძლია მშვიდად იარო ისე რომ არ შეგეშინდება ის რომ შენ ავტომობილს რარაც საშინელება დაემართება.
ანუ 8 წელი თუ ივლი ტესლათი გააკეთებ 40,000$ -ის ეკონომიას ჩვეულებრივ ავტომფლობელთან შედარებით.
მემგონი კარგი შეღავათია :) დანარჩენი 35,000$ კი ღირს გადაიხადო იმ გამოცდილებაში რასაც ტელსას ფლობა ჰქვია :D
* * *
Bull_
QUOTE
აქ არ წერია და საქართველოს ბანკსაც ყავს 2 ტესლა, შარშან იყიდეს....
მეც გავიგრე რომ საქართველოს ბანკმა შემოიყვანა და საუკეთესო კლიენტებისთვის ტესტ-დრაივიც კი ჩაატარა მაგრამ მე სამწუხაროდ არასდროს შემხვედრია ქალაქში
ამერიკაში რომ ჩავალ პირველი რასაც ვიზავ ტესტ-დრაივზე ჩავეწერები :D
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
PILOTINA
Super Member
ჯგუფი: Registered
PILOTINA
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 977
წევრი No.: 17382
რეგისტრ.: 19-February 06
#43706859
· 9 Feb 2015, 12:54 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ძაან მაგარია,
თუმცა რაღაც პრობლემები ჯერ-ჯერობით გამოუხტებათ ხოლმე, მარა დარწმუნებული ვარ მაგასაც დახვეწავენ მალე...
ამსტერდამში ტაქსებს ანაცვლებენ ამ მოდელით, ერთ ტაქსისტს ველაპარაკე და უკმაყოფილო არ იყო, ერთი დატენვით ქალაქში საშუალოდ 350-360 კმ-ს გავდივარო.
თანაც რა მაგარი სერვისი აქვთ, მაგ. თუ რამე პრობლემა
აქ მანქანას, ურეკავ ამერიკაში ტესლას კომპანიას, ისინი იქიდან უკავშირდებიან შენს მანქანას, აკეთებენ სისტემების სრულ დიაგნოსტიკას, ნახულობენ პრობლემას და ზოგ შემთხვევაში ამერიკიდანვე ასწორებენ პრობლემას...
ჩემი აზრით და მე მგონი არა მატრო ჩემი, მომავალი ასეთი მანქანებისაა...
This post has been edited by
PILOTINA
on 9 Feb 2015, 13:03
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
DaNGeR_DaNGeR
⚛
ჯგუფი: Members
წერილები: 9031
წევრი No.: 119023
რეგისტრ.: 31-July 10
#43706904
· 9 Feb 2015, 12:58 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
PILOTINA
QUOTE
თუმცა რაღაც პრობლემები ჯერ-ჯერობით გამოუხტებათ ხოლმე, მარა დარწმუნებული ვარ მაგასაც დახვეწავენ მალე...
ადრეულ მოდელებს ჰქონდათ პრობლემა ტრანსმისაში და კრაბის სახელურებთან, გვიანდელ მოდელებში უკვე გამოსწორებულია ეგ პრობლემები.
QUOTE
ქალაქში საშუალოდ 350-360 კმ-ს გავდივარო.
ეგ ეტყობა 60 კილოვატიანი ელემენტები აქვთ ტაქსისტებს, 85 კილოვატიანები 500 კილომეტრს გადის.
QUOTE
იქიდან უკავშირდებიან შენს მანქანას, აკეთებენ სისტემების სრულ დიაგნოსტიკას, ნახულობენ პრობლემას და ზოგ შემთხვევაში ამერიკიდანვე ასწორებენ პრობლემას...
მსოფლიოში საუკეთესო სერვისი აქვთ, მანქანას რამე პრობლემა თუ აქვს იქ მოდიან სადაც ხარ, სხვა ტესლას მოგიყვანენ შენი მიჰყავთ, რომ გაგიკეთებე პოლირებასაც გაუკეთებენ და უკან მოჰყავთ იქ სადაც შენ ხარ :D
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ავტომობილები
|
იქით
»
Pages:
(74)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0351 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.