DaNGeR_DaNGeRთავიდან ბოლომდე წავიკითხე ეს თემა.... და პირველ რიგში მინდა ავღნიშნო შენი მონდომება ცოდნა და ის შემართება რაც გაქვს

ბრავო

მართლა მიხარია..ბევრი რამ არც ვიცოდი ამ ელეკტრო მობილებზე და საკმაოდ ბევრიც გავიგე.ლინკებიც ვნახე წინა გვერდებში..
მივესალმები მეც ელეკტრომობილებს...საწყის ეტაპზე ის მონაცემები რაც აქვთ ეხლა ამ მანქანაებს მგონი ძალიან სერიოზულია და რათქმაუნდა მომავალში უფრო და უფრო დაიხვეწება და მისაღები იქნება ნებისმიერი სახის და პრეტენზიების მსურველისთვის
იმედია საქართველოსაც ეშველება რამე...ბევრი არაფერი უნდა...ერთი ჭკვიანი ბეეეეეევრი ფულის პატრონი ბიზნესმენი ისეთი რო მერიაშიც ბლატაობდეს

და შეიძლება ჩარჯერების დაყენებაც და მოდელ X ების შემოყვანაც 100-200 მანქანის რამე გრძელვადიანი შიდა განვადების თემაც ჭკვიანურად შემუშავდეს და ძალიან მალე მოიხოდება ეს თემა
და რაც შეეხება ბენზო მაგნატებს...ბევრს ვერაფერს გახდებიან!!!!ეგენი თავის წილს მაინც შეჭამენ საწვავით გამომდინარე სხვა ბევრი საწვავზე მომუშავე ძრავებით რომლებიც არასოდეს გამოილევა ჩემი აზრით..ყველაფერს დენზე ვერ აამუშავებ და საწვავიც ყოველთვის მოთხოვნადი და გაყიდვადი იქნება სანამ მოპოვებადია პლანეტაზე,რათქმაუნდა იმდენი მოგება და იმდენი ფული აღარ შეუვათ მაგრამმმმმმმმ სანამ ელეკტრო თემები მოიხოდება იქამდე საკმარისზე მეტი მოგება ექნებათ ნაშოვნი და ნაჭამი და ეყოფათ

ან კიდე მანამდე რამე სხვა გზებსაც მიმართავენ ფულის საშოვნელად
დამიჯერეთ რო ბევრად მალე დაიძვრება ეს თემა ვიდრე ბევრს ჰგონიათ

შესაბამისად ჯანმთელობის პრობლემებიც შემცირდება და ბევრი რამ უკეთესობისკენ შეიცვლება და თუ რამე უარესობისკენ შეიცვლება მხოლოდ და მხოლოდ შემოსავლის წყაროები (ხელოსნების,მატორიტები ხადავიკები და ა.შ) მაგრამ ჩვენ ის ქვეყანა არ ვართ და იმ დონეზე ვერ წავალთ წინ (სამწუხაროდ) ისე მალე რომ ელეკტრომობილებით შემოსავლის წყაროები გაუწყდეს ხალხს და აჟიოტაჟები მოყვეს ან უკურეაქციები

ყველა ყველაფერს შეეგუება და ჯამში მიხვდებიან რო ეს გარდატეხა რეალურად ყველასსთვის სასიკეთო და მომგებიანი იქნება...ბევრი ვწერე დაინტერესებიდან გამომდინარე და აუცილებლად ვადევნებ თვალს ამ თემას