Tesla-მ აშკარად შემდეგი თაობის ელემენტის ტექნოლოგიას მიაგნო.
ასეთ პატარა მანქანაში 200kw საათიანი ბატარეა რომ ჩატენეს ეს ნიშნავს, რომ ამ ტექნოლოგიაში გარღვევა არის.
ასევე semi-ს დამტენი (megacharger) გამოდის რომ არის 1600 kw/hr-იანი, რაც არსებულ დამტენებზე (supercharger) 10-ჯერ უფრო სწრაფია.
კიდევ ერთი ფაქტორი არის ფასი. დღევანდელი ელემენტი ერთი კილოვატ საათი დაახლოებით 230-400$ ღირს და semi-ს ფასიდან გამომდინარე, აშკარად 100$-მდე ჩამოვა 2019-2020-ისთვის კილოვატსაათის ფასი.
ანუ რომ შევაჯამოთ, 2020-ისთვის იქნება ტექნოლოგია, რომელიც გაცილებით სწრაფად იტენება, გაცილებით მეტს გადის, გაცილებით კომპაქტურია და გაცილებით იაფი ღირს.

2020-დან ახალი ბენზინის ან დიზელის ძრავიანი მანქანის ყიდვა აზრს დაკარგავს, Prado-ს გარდა