ბიჭებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.

ცოტა ამოვისუნთქე.
იმ კეთილმა ადამიანმა ტელეფონით რომ ვესაუბრე(იაპონია.გე) წამებში მითარგმნა ის შენიშვნები.
(სურათის დადება არ ვიცი

ამიტომ დავაკოპირებ)
წინა ნაწილის აფდეითი(გაკეთება ანუ)
სიდენიები ჭუჭყიანია
სიდენიებზე პატარა ზომის დამწვრობები (ეტყობა პაპიროსის)
ჭერის დაჭიმულობა (აბშივკა) ჭუჭყიანია
კარებების სარკეები დაფხაჭნილია
დისკების cover(საფარი- ანუ კალპაკები) დაკაწრულია
ქვემოდან დაკაწრულია (scratch, истирание) და ჩაბრეცილობები აქვს
უკანა ბამპერი დაკაწრულია.
^^^^
რაც ზემოთ დავწერე ესენია შენიშვნები

ეს ყველაფერი ისედაც ვიცოდი. სურათებშიც კი ეტყობა. დიდი ამბავი დისკების კალპაკები თუ დაკაწრულია. ბამპერზე და სარკეზე მცირედ აქვს პატარა ნაკაწრები. სალონი კიდე ცუდ მდგომარეობაში ნამდვილად არაა(პატარა ლაქებს კიდევ ამ ტიპის მანქანის სალონს ვერ დაუწუნებ. მაინც ბიუჯეტური ავტოა).
ვერ მოვითმინე და წავედი ხელოსანთან. მარჯვენა მხარის ამბავი ისედაც ვიცოდი რომ პატარა ნამაიმუნები იყო. ძალიან გამოცდილმა ხელოსნებმა მითხრეს შემდეგი> შანსი არაა რომ ამ მანქანას უდარი ჰქონდეს მიღებული. უბრალოდ მინაწოლია და ამის გამოა შეცვლილი ეს ნაწილები. მანქანის ქვემოდან დათვალიერებითაც არანაირი მნიშვნელოვანი დაზიანება არ ჩანს, ასეთ დაბალ მანქანას ყოველთვის ექნება მიზერული ნაჩხაპნები ქვებისგან ქვემოდან.
საბოლოო ჯამში (მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში) მშვენიერი მანქანა უყიდია მამაჩემს ავტომობილის მდგომარეობას და ფასის შედარებას თუ გავაკეთებ(ეგ კი არა გამართლებია კიდეც

კარგი ადგილიდანაა ჩამოყვანილი )
მით უმეტეს რომ რაც თქვენ დათვალეთ ბევრით მეტი არ გადაგვიხდია.

ბიჭებო მადლობა კიდევ ერთხელ. იშვიათია ადამიანი შენთვის ასე შეწუხდეს და ცდილობდეს დახმარებას.
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ

წარმატებები ავტოების ყიდვაში.
This post has been edited by Don_Bandolero on 12 May 2015, 18:59