1) დემოკრატიულ სახელმწიფოში სვარკის კვალი არ უნდა გახდეს შენი უკატალიზატორობაში დადანაშაულების მიზეზი, მე რა მიზეზით გავჭერი ვისი რა საქმეა
უდანაშაულობის პრეზუმცია არსებობს. მე არ უნდა ვამტკიცო რომ კერამიკა ადგილზეა, თვითონ დამიმტკიცონ რომ არაა
2) ბევრ მანქანაზე კატალიზატორი "ადგილზეა" მაგრამ ან ჩაშლილია, ან ეფექტურობა სანახევროდ დაკარგული, ან სულაც გამდნარი ადამიანის ჩარევის გარეშე.
იუტუბზე შემხვდა ვიდეო, ტიპი ვითომ "how to" ვიდეოს აკეთებდა, მოხსნა ვინტებით კატი და გარეცხვას აპირებდა (რასტვარიტელში რომ რეცხავენ). მისი გაკვირვებული სახე უნდა გენახა როცა შიგ არაფერი აღმოჩნდა.

3) რომ ამოვჭრა კატი და რეზონატორი ჩავაყენო? ვინ გაიგებს/დაამტკიცებს, რომ მე აფტერმარკეტ ახალი კატალიზატორი ჩავაყენე თუ მისი ფორმის რეზონატორი?
4) და მთავარი.. ხო იცი, რომ ბევრ მანქანაზე (რაც დრო გადის უფრო მეტზე) არაფრის ამოჭრა არ გინდა. ახალ მანქანებზე უფრო კაპოტში ვიპუსკნოი კოლექტორთან აყენებენ ეკოლოგიის გამო (რომ ვითომ უფრო მალე გახურდეს - ცივზე კატი არ მუშაობს ეფექტურად) მოხსნი ვინტებით კატს, ერთი მხრიდან მანტიროვკას, ზუბილას ან სულაც დიდ ატვიორტკას და ეგაა. დაუყენებ,
არც სვარკის ზოლი აქვს, არც კატალიზატორი ))ასე რომ 2020დან უკატალიზატოროდ არ გაატარებენო მე მგონია, რომ იმას გულისხმობს, რაც წინა პოსტში დავწერე... ანუ ობდ-თი.
ფიზიკურად ადგილზეა თუ არა ვერ შეამოწმებენ.
.