biboia777ეგრე მარტივი რომ იყოს, კარგი იქნებოდა

იმ ტრეკს თუ გაწელავ კი, ან მსგავს ტრეკზე თუ გაიყვან, მაგრამ თუნდაც 2 ერთი და იგივე ზომის ტრეკი სხვადასხვა კონფიგურაციით უკვე საკმაოდ დიდ სხვაობას მისცემს დროებში. წონა თითქმის ერთი აქვთ სეატს და ჰონდას, სიმძლავრე ჰონდას მეტი აქვს, მაგრამ აი მაგის გარდა საბურავების ტიპი, ზომა, კარკასის სიმყარეც კი გადამწყვეტია, თორქის განაწილება და მილიონი დეტალი კიდე. ყველგან ჰონდას ვერ ექნება უკეთესი დრო, მე პირადად ასე ვფიქრობ
არადა ხო არ ვამბობ ან სეატი ჯობია ან რენო მეთქი, უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მაგ ტრეკზე 0.4 სხვაობა მე არაფერს მეუბნება

არც იმას ვამტკიცებ, რომ სხვაგან აუცილებლად სეატი აჯობებს და არც იმას გამოვრიცხავ, რომ სადმე აჯობოს. ჩემი აზრი უბრალოდ ასეთია, რომ ეს 3 მანქანა შედარებისთვის იდეალურ ვარიანტში შედარებით გრძელ და ტექნიკურ ტრეკზე უნდა გაიტესტოს, სადაც სწორიც იქნება, სწრაფი მოსახვევიც და პროჭი მოსახვევიც.
This post has been edited by <COBHC> on 16 Jun 2015, 00:38