PrOmOბედნიერი ხარ

მე გამაწამა გადამზიდმა... ღამე გავათენეთ გამთენიის 4 საათიდან შუადღის 1 საათამდე მანქანა ვერ გამოვიყვანე....
კავკასუს ტრანს ექსპრესს არ ჩამოაყვანინოთ მანქანა, ეს უკვე მეორეჯერ მოხდა ესე, ჩემი მეგობარიც გააწამეს.... მატყუარები და უსინდისოები არიან... ის ქალი რომ ჰყავთ დირექტორი, მაგასაც ფეხებზე ჰკიდია...
5 ივნისს 10 საათზე, მე და ჩემი ორი ძმაკაცი წავედით მარშუტკით, ჩავედით გამთენიის 4 საათზე. მივიდე და ოპერატორი მეუბნება გახსნილი კი არის, მაგრამ გადამზიდს ანუ შუამავალ კომპანიას გაწითლებული ჰყავხარ და ვერ გაგატანთო... ვრეკე ტრანს ექსპრესში, რა თქმა უნდა ეძინათ 4 საათზე... ხოდა მთელი ღამე გავათენეთ, დილით 10 საათზე მოვიდა წარმომადგენელი და ვუთხარი ყველაფერი, ასე მითხრა გავარკვევო. მერე დარეკა და მითხრა არ გაქვს დაზღვევის ფული გადახდილიო. ვაჩვენე ქვითარი... კარგი გავარკვევო.... დავრეკე სადაზღვეოში მერე, მეთქი გადახდილი მაქვს ეგ 50 დოლარი და რატომ არ მიმწვანებენ-თქო... გადამამისამართა დირექტორთან... ამან გამომიგზანე მესიჯით სახელი,გვარი და ვინ კოდიო.... გავუგზავნე... დამირეკა გამწვანდება ცოტა ხანშიო... ერთი 15-ჯერ დავურეკე, არ ვაჭარბებ და ყოველ ჯერზე 5-10 წუთში გაგიმწვანდებაო... მერე მოვიდა მეორე წარმომადგენელი ფოთში. ხოდა ეს ქალი მეუბნება იაპონიიდან არის დაბლოკილიო.... დავრეკე თბილისში, როგორც იქნა ამუშავდა ტრანს ექსპრესი.... იქ მეუბნებიან ჩვენ ვერ გავამწვანებთ, ფოთში გაგიმწვანებენ 10 წუთშიო... მიხვდით ალბათ, რომ 10-ჯერ ათი წუთი გავიდა... ყველა თანამშრომელს ველაპარაკე მე მგონი ტრანს ექსპრესის.... არაპროფესიონალები და მატყუარები არიან... ბოლოს ჩემმა ძმაკაცმა უთხრა, 20 წუთში გახსენით, არადა ფოთში ჩამოიტანეთ ფული, აღარ გვინდა ეს მანქანაო და გახსნეს ....
ხოო, სულ დამავიწყდა, თვით ტრანს ექსპრესის უფროსსაც ველაპარაკეთ ტელეფონით, მგონი დირექტორია, ქალბატონი ნინო ვიღაც გვარი... ეგ ყველა მატყუარა აღმოჩნდა... მეთქი რა დავალიანებას მაბრალებთ და რატომ არ მიმწვანებთ-თქო... ხოდა ასე მითხრა, დაზღვევის ფული დოლარში გაქვს გადახდილი და ლარში უნდა გადაგეხადაო..... იქვე ფოთის წარმომადგენელს ვუთხარი, ქალბატონო ქვითარს დახედეთ და ნახეთ ლარშია გადახდილი თუ დოლარში-თქო.. ხოდა ლარშიო, აბა ეს ქალი რეებს მიედება-თქო...
პ.ს
მართლა გულწრფელად გეუბნებით, მეორეჯერ მოხდა უკვე ასეთი რამ... ჩემს ძმაკაცს დაუეკეს კონტეინერი გაიხსნა და მანქანა წამოიყვანეო და რომ ჩავიდა მანქანა ჯერ კიდევ კონტეინერში იყო..... არ იყო გახსნილი...