გუშინ ღამით გავყევი ოზურგეთის მატარებელს ურეკამდე, ურეკიდან ტაქსით მივედი გეზ-ში. მე-2 ვიყავი და 20 წუთში მანქანა მომიყვანეს. ძალიან წვიმდა, მაგრამ მაინც გულდასმით დავათვალიერე, არაფერი ჭირდა. დაქოქვით მაშინვე დაიქოქა, ბენზინი კი ამოხაპული იყო

( იაპონიის ფოტოებში ჩანს, რომ არის ).
რომ დავძარი, რაღაც ხრიალის ხმა მომესმა უკნიდან, სუპორტს რაღაც ედებოდა. ვიფიქრე, სადმე გადახურულში გავაჩერებ და ვნახავ-თქო. გეზის წინ რომ გავიარე, ერთმა გამაჩერა - ეხ ხმა რომ აქვს, არ გინდა მოგიგვაროვო?

არა მეთქი. მერე ვნახე, სპეციალურად ქონდათ ჩაღუნული თუნუქი, რომ სუპორტს მიდებოდა და ხმა ქონოდა. ჰოდა დაიჭერენ ვინმე ახალბედას და აკეთებენ ფულს.
ყველას მადლობა ვინც დამეხმარა აქ. გისურვებთ ახალივით მანქანებს