თუ მაგას არ გასცდა კარგია
* * *
მოლედ პორტში დავრეკე ჩემი ახლობელი მუშაობს და გავარკვიე ყველაფერი.
დიანა ვერ გადის ზღვაში რადგან შტორმია. დიანას მერე დაცლაზე დგება ბაირახტარი. ბაირახტარის დაცლას და შემდგომ დატვირთვას ჭირდება 36-40 საათიო. ბაირახტარის შემდეგ, ანუ სადღაც 22 იანვარს დილით უნდა დადგეს ბერნარდა და დაიწყებენ დაცლას. ბერნარდა უკვე ფოთშია

ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში თუ ამინდებმა ხელი შეუწყო. ხვალიდან ვარაუდობენ ამინდის გაუმჯობესებას.
ამჟამად გეზში გასახსნელი კონტეინერები არ არის.ბაირახტარს მანქანები ძალიან ცოტა მოაქვს სულ რამოდენიმე, ამიტომ ბერდარდას კონტეინერებს დაცლიან თუ არა გადაიტანენ გეზში და ეგრევე დაიწყება გახსნა. დღე-ღამეში იხსნება 50 კონტეინერი საშალოდ. ბენარდას მოაქვს 400 კონტეინერამდე. ჩემმა კაცმა მითხრა ვეცდები შენი კონტეინერი ისე მოვახვედრო რომ მალევე გადაიტანონ გეზში გახსნაზეო. (ანუ ბოლოს გადმოიღებენ რომ დაწყობისას ზემოთ მოეცეს და პირველი წაიღონ გეზში თუ რაღაც ეგეთი მითხრა) ამიტომ ვისაც კონტეინერის გახსნა გეჩქარებათ დამიწერეთ კონტეინერის ნომერები რომ მივცე ამ კაცს და შეეცდება ისე ქნას რომ მალევე გახსნან.
დამატებით ინფორმაციას ხვალ დავწერ დაიწყებენ თუ არა მუშაობას და ასე შემდეგ.