Halenაუ რას წვიმდა უნდა გენახა, ბიჭო მოიკაზე რა მინდოდა დამეყენებინა ქუჩაში, კერხერზე მაგრად გარეცხავდა წვიმა
toyota555ესეიგი
1. პირველ რიგში უნდა შეხვიდე ტერმინალში დარბაზის შუაში რო ოპერატორები არიან, მიაწოდებ პირადოობას და 2 წუთში ეგენი მოგცემენ მიმართვა თუ რაღაც ქვია და ერთი ფურცელია, რომლითაც მერე 50 ლარს იხდი.
2. ამის მერე მიდიხარ ტერმინალის შესასვლელათან რო სხედან იმ ოპერატორებთან და იქ გაძლევენ ასევე 2 წუთში კიდევ ერთ ფურცელს, რომელიც კონტეინერიდან გადმოტვირთვის საფასურია როგორც მივხვდი 70 ლარიანი.
3. ამის მერე მიდიხარ იქვე საქართველოს ბანკია 10 მეტრში და იხდი ამ ყველაფერს. 120 ლარს + 2 ლარი საკომისიო = 122 ლარი (სადღაც 10 წუთი დამჭირდა მე, ძალიან ეძინებოდა ოპერატორ გოგოს

)
4. ამის მერე ბრუნდები ისევ მეორე პუნქტში ნახსენებ ოპერატორებთან, აი იმასთან რომელთანაც ბანკში მოსვლამდე იყავი და აჩვენებ გადახდის ქვითირებს. ის გაძლევს რაღაც პატარა ფურცელს, რომელიც სალარო აპარატის ჩეკს გავს ოღონდ ცოტათი დიდია

(ამას სადღაც 2-3 წუთი უნდა)
5. მერე მიდიხარ საქართველოს ბანკის უკან გასასვლელია, დაცვის პოლიცია ზის, აჩვენებ პირადობას და შეგიშვებს დერეფანში რომელიც დახურულ ავტოსადგომზე გადის, სადაც მანქანები დგას. შედიხარ ამ დერეფანში და ბოლოში მწვანე ჟილეტიანი ტიპები დგანან და ერთ-ერთს აწვდი ამ საბუთებს, თვითონ ეძებს რაღაც გრძელ ქაღალდს და გაყავხარ გარეთ და მოსაცდელ ზონაში გტოვებს. 15-20 წუთის მერე მოყავთ მანქანა სადაც იცდი იქ და ათვალიერებ ყველაფერს რა და როგორაა, თუ პრეტენზია არ გაქვს დაჯდები და მიდიხარ გასასვლელისკენ. შლაგბაუმთან ჩერდები და ისევ ვიღაც ყვითელ ჟილეტიანი გართმევს იმ გრძელ ქაღალდს (აი დერეფნის ბოლოს მჯდომმა ჟილეტიანმა რო მოძებნა და წამოიღო ავტოსადგომზე

) მოგაწერინებს ხელს, რომ გაიყვანე მანქანა და არაფერზე პრეტენზია არ გაქვს. მერე მოდის მებაჟე, ათვალიერებს საბარგულს და სალონს, გაგახსნევინებს კაპოტს და VIN კოდს ამოწმებს, გართმევს საბუთებს რომელიც ტერმინალის შენობაში შეაგროვე შრტიხკოდს ასკანერებს რაღაც აპარატით და გიხსნიან შლაგბაუმს და გამოდიხარ.
რაც მახსოვს ეგააა

მე ღამე ვიყავი 12-ზე მივედი და 12:40-ზე წამოვედი მანქანით.. დღე ალბათ უფრო მეტი დრო დაჭირდება, ღამე ვაბშე არავინ არ იყო პერსონალის გარდა