პრეს-რელიზი
კორპორაცია „ფოთის საზღვაო ნავსადგურში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
5 მაისს 14:50 საათიდან ნავსადგურში ძირითადად საოპერციო ბლოკის თანამშრომელთა ნაწილმა შეწყვიტა მუშაობა და დატოვა ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორია.
ნავსადგურის ხელმძღვანელობას ნავსადგურის პროფესიული კავშირისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არ მიუღია შეტყობინება გაფიცვის დროის, ადგილისა და ხასიათის შესახებ, ასევე, არ მიუღია გაფიცულ თანამშრომელთა სია.
აქვე გაწვდით ინფორმაციას პროცესების მიმდინარეობასთან დაკავშირებით:
„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ ბოლო 5 თვის მანძილზე განახორციელა შემდეგი:
• გასცა მე-13 ხელფასი 2014 წლის დეკემბერში.
• აპრილში თანამშრომლების ხელფასები საშუალოდ გაზარდა 5.3%-ით.
• დამატებითი ბონუსი წლიური ძირითადი ხელფასის 5%-ის ოდენობით გასცა თანამშრომლებზე, რომლებიც არ არიან ოპერაციების დეპარტამენტის წამახალისებელ სისტემაში ჩართული.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა თანამშრომლებმა წარმოადგინეს მოთხოვნის 4 პუნქტი:
1. ხელფასის ზრდა 14%-ით (აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად დასახელდა ბაზარზე არსებული ინფლაცია).
2. მეცამეტე ხელფასის ყოველწლიურად მიღება;
3. ოპერაციების დეპარტამენტის სამოტივაციო სისტემის გადახედვა;
4. კოლექტიური ხელშეკრულების პირობების გადახედვაზე შეთანხმება;
მიუხედავად იმისა, რომ მითითებულთაგან არცერთი მოთხოვნა არ წარმოადგენს ნავსადგურის საკანონმდებლო ან სახელშეკრულებო ვალდებულებას, ნავსადგურის ადმინისტრაციამ გამოხატა კეთილი ნება და დაეთანხმა ზემოხსენებულ სამ პუნქტს, ხოლო პირველ პუნქტთან დაკავშირებით, ადმინისტრაციამ მათ შესთავაზა ხელფასების ყოველკვარტალური მატება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლების კვარტალური ჯამის შესაბამისად. ამასთან ცნობილი იყო, რომ გაფიცვის შემთხვევაში, აღნიშნული შეთავაზების ოთხივე პუნქტი ძალადაკარგულად ჩაითვლებოდა.
ადმინისტრაცია და პროფესიული კავშირი ვერ შეთანხმდნენ, თუ რამდენად მისაღები იყო ადმინისტრაციის მიერ წარდგენილი შეთავაზების პაკეტი ნავსადგურის თანამშრომელთა უმრავლესობისთვის. გამომდინარე აქედან, აღნიშნულ საკითხზე პროფესიულ კავშირთან შეთანხმებით გადაწყდა, რომ ჩატარდებოდა თანამშრომელთა გამოკითხვა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა ნავსადგურის ყველა თანამშრომელი, გარდა მაღალი რგოლის მენეჯმენტისა. მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, პროფესიულმა კავშირმა გამოკითხვის ჩატარებამდე 2 დღით ადრე განაცხადა უარი აღნიშნულზე.
აქვე აღვნიშნავთ, რომ მოლაპარაკებები უკვე რამდენიმე თვეა მიმდინარეობს და ამ ეტაპისთვის შეთანხმება მიღწეული არ არის. არსებული გარემოებების გამო ნავსადგურში საოპერაციო პროცესები შეფერხებით მიმდინარეობს.
„ეიპიემ ტერმინალს ფოთში“ ამჟამად 1051 ადამიანია დასაქმებული, რომელთა საშუალო ანაზღაურება (მენეჯერულ რგოლზე ქვევით) შეადგენს 1303 ლარს. ამასთან ნავსადგურის ყველა თანამშრომელი უზრუნვეყოფილია საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო სადაზღვევო პაკეტით და შრომის პირობებით.

დაკოპირებულია apm terminals ის facebook ის გვერდიდან
This post has been edited by nikra on 9 May 2015, 18:43