მაგ თემაზე არა მარა რამოდენიმე ეკიპაჟთან მეც მქონდა საუბარი ამ დარღვევებზე და დაუსჯელობაზე.ჩვენი ქალაქია და ჩვენ უნდა ვიზრუნოთ იმაზე რო ჩვენვე ,ჩვენ მომავალმა დალაგებულ ქალაქში და ქვეყანაში ვიცხოვროთ,მე შენ და თუნდაც ბევრ აქაურს არ გვაქ შანსი რო გავაუმჯობესოთ ჩვენი ქალაქი თუნდაც მაგ მხრივ,ისინი მუშაობენ და იღებენ ხელფას ზუსტად ამაში რო თავის ქალაქზე იზრუნონ თავის რაიონზე,პატარა რგოლია მარა ყველა რო გულით მიუდგეს და მიხედოს რაღაცა გამოვა,მე სხვა რამე შემიძლია შენ სხვა იმას სხვა და ერთმანეთზე ზრუნვით და ქალაქზე ზრუნვით წავალთ წინ და გავიუმჯობესებთ ყოფასაც
მარა ისევ ზემოდან ნებასთან მივდივართ
ვაჩერებ დარღვევაზეო გადმოხტებიან თუარა ტელეფონით რეკავენ ეგრევეო თუნდაც 10 ლარის გამო,იმ 10 ლარის გულისთვის მე საყვედურს ვიღებ მერეო და ჩვენც უკვე გვკიდიაო რა ,ძალიან ბევრი შემთხვევებია და ვივსებით საყვედურებითო,საყვედურის მიღებაზე ადვილი კიდე დაკიდებაა და კიდიათ რა ქვედა რგოლია და ეკიპაჟებს ჩაგრავენ,ცალკე ეგ ცალკე მანქანები უნდა იცოდე ზეპირად მინისტრის ცოლის შვილის ნათესავების და არ უნდა გააჩერო გააჩერებ და გადაგივლიან,რავი უამრავი ნიუანსია მანდაც და ფაქტია რო იჩაგრებიან პატრულებიც
ნება უნდა იყოს ზემოდან რო მსგავსი რამ არ ხდებოდეს,უბრალო პატრული მარტო თავისით ვერაფერს გახდება თუ ყოველ დაჯარიმებაზე საყვედურები აძლიეს და სამსახურებიდან ყარეს
რამდენი შემთხვევა იყო თუნდაც მაგისი რო მინისტრის ან მაღალჩინოსნის ცოლის დაჯარიმების გამო როცა ყირაზე გადადიოდა გაუნთავისუფლებიათ სამსახურიდან,აგერ ის კადრები ყველამ ნახა პატრულს უტრიალა აგინა და ბოლოს პატრული გააგდეს სამსახურიდან,ან ეს ეკა თუ რა ქმნილებაა პატრულს აგინა და ტელევარსკვლავი გახდა
არსად წერია კანონში რო თუ ვინმეს მეუღე ან თანამდებობის პირი ხარ დარღვევა შეგიძლია ,ეს მაღალჩინოსნები ჩვენ გვემსახურებიან ჩვენ ვირჩევთ ჩვენ უხდით ჩვენი გადასახადებიდან ხელფას და ჩვენი ნებით არიან იქ,კანონი ჯერ მაგათმა უნდა დაიცვან სამაგალითოდ და მერე ჩვენ და არა პირიქით იმათ ეკიდოთ ჩაიცვა ჭამა იგულავა ხალხი და კანონი ეკიდოთ და ყველაფერი უბრალო ადამიანებზე ტეხონ ,ის კანონიც მარტო ჩვეულებრივ ადამიანზე ვრცელდებოდეს
ნება ზემოდან თუ არ იყო მგონი არც არაფერი გამოვა რავი რა,21 საუკუნე კიარა ქვის ხანაა,ვისაც შეძლებ გადაუარე და რამე ,რა კანონი რის კანონი
ეს ყველაფერი კიდე ჩვენიდან იწყება თვითოეული ჩვენგანის შეგნება და აზროვნებიდან,ისენი იქ ხო არ დაიბადნენ უბრალო ადამიანები იყვნენ ჩვენს რიგებში და თანამდებობა რო მიიღეს რასაც შვენიან კი ჩანს
ერთმანეთზე ზრუნვას და სიყვარულს სანამ ჩვენვე არ ვისწავლით არც იქ შეიცვლება რამე,მზრუნველი და მოსიყვარულე ადამიანი კიდე თანამდებობაზეც რო მოხვდება იზრუნებს სხვაზეც ,ქალაქზე და ქვეყანაზეც,ჩვენიდანაა თითოეული მოქალაქიდან ყველაფერი დასაწყები,ჩვენ ვთესოთ ,ჩვენ ვიზრუნოთ,ჩვენ გვქონდეს სიყვარული და ჩვენ შვილებს ,შემდეგ თაობებს ქალაქსაც და ქვეყანასაც ეშველება