იმათმა რა ქნან ვისაც სმენა აქვთ დაქვეითებული ან საერთოდ არ ესმით?
მე არ ვიცი რეჟისორის ჩანაფიქრში ეს იყო თუ არა, მაგრამ მე პირადად ეგ ყურსასმენები აღვიქვი ისე, რომ ქვეყანაზე სმენის არმქონე ხალხიც არსებობს.
რაც შეეხება გერმანიის მაგალითს, რა თქმა უნდა საგზაო წესრიგი აქ განსაკუთრებულ ხარისხშია, მაგრამ აქაც იგივე ადამიანები ცხოვრობენ, როგორც მანდ, რადგან პირადად ჩემთან ხშირად ჩამოდიან საქართველოდან და გასაკვირია, მაგრამ ფაქტია - წესრიგს იცავენ! მხოლოდ ჩემი სიდედრი გამოდგა ე.წ. ძნელად აღსასრდელი, წითელზე გადადიოდა

(როდესაც მანქანა არ მოდიოდა), ერთხელ ტროტუართან დადგა, სადაც გადასასვლელი არ იყო, მანქანა მოდიოდა და რა თქმა უნდა გააჩერა (ეგონა გადასვლას აპირებდა) და იდგნენ ერთი 2 წუთი

ბოლოს აქედან სამაგალითო ქვეითმოსიარულედ გამოვისტუმრე.
კლიპის გამკეთებლებს მადლობა და წარმატებები!