fanatiiსაბის დაყენება უპრობლემოთ შეიძლება და თქვენი არჩეული საბ-დინამიკი ბრწყინვალედ შეასრულებს თავის მოვალეობას. უბრალოთ საჭირო იქნება ე.წ "ძაბრის" გაკეთება სადაც დადგება საბ-დინამიკი.
რაც შეეხება დინამიკებს:
თქვენი დინამიკები არის ფრი-აირ ტიპის დინამიკები და ყუთების გაკეთებით შეიძლება გაუარესდეს მათი ჟღერადობა. მე საერთოდ გავაუქმებდი მათ და წინ დავაყენებდი სოლიდურ აკუსტიკას რომელსაც შევაერთებდი 4-არხიან გამაძლიერებლის 2 არხზე, ხოლო დარჩენილი ორი არხი "დაიბრიჯებოდა" და წავიდოდა საბზე.
თუ მენდობით ასეთ შემთხვევაში გაცილებით უფრო კარგ და მართებულ ჟღერადობას მიიღებთ და ყუითების კეთების პერსპეკტივაც აგცდებოდათ
tato_pilotრთული სიტუაციაა ! ავხსნი

თქვენ წერთ რომ თქვენ გინდათ მიიღოთ კარგი ჟღერადობა ხომ ესეა? თუ თქვენ კარგ ჟრერადობათ იგივეს თვლით რასაც მე მაშინ თქვენს ენეონს უნდა პირველ რიგში მოუწევს გამოცვლა. ეს ჟღერადობის უდიდესი "შედევრი" არ გამოგადგებათ კარგი ჟღერადობის მისაღებათ არავითარ შემთხვევაში. სამწუხაროდ გაივსო ასეთი "შედევრებით" საქართველო და ასეთი პროდუქციით მოვაჭრე მაღაზიები "აბოლებენ" პატიოსან მყიდველებს ასეთი ნაწარმის ვითომ საუკეთესო ხარისხით.
თუ მართლა კარგი ჟღერადობის მიღება გინდათ პირველრიგში უნდა შეიძინოთ კარგათ ჟღერადი აუდიო-რესივერი (მაგნიტოფონი) რომ მან კარგათ ჟღერადი აუდიო სიგნალი შექმნას! დღევანდელ დღეს ყველაზე კარგ ჟღერად აპარატებათ ითვლება ალპაინები და პიონერები. ზოგი ჯივისის მოდელებიც შეიძლება ჩაირთოს ამ კატეგორიაში. ჩემი რჩევა იქნება სანამ თქვენს "მაფონზე" დაიწყო სოფტმა არევა, და დისკის წაკითხვა შეწყდა რამდენიმე ტრეკის შემდეგ, უბრალოთ გაყიდოთ ეს "შედევრი" და მართლა კარგი და ჟღერადი აპარატი იყიდოთ. მესმის რომ ძნელია და გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს მაგრამ თუ მენდობით შორეულ პერსპეკტივაში ბევრად გამართლებულია!
აქედან გამომდინარე არანაირ გამაძლიერებლის დამატება სისტემაში პოზიტიურ ეფექტს არ ჰქმნის, რადგან არსებული აუდიო-სიგნალი გამაძლიერებლამდე უკვე არ ვარგა.

თუ გინდათ დაიტოვოთ ენეონი მაშინ:
ენეონს კი არა ყველაზე ცნობილ ბრენდებსაც არ გაუკეთებიათ ჯერ აპარატი რომელიც არხზე "ერემეს" 35 ვატზე მეტს მოგცემთ. რაღაცა აპარატები გამოუშვა ეხლა სონიმ, მაგრამ რეალურად ის ჯერ საქართველოში არ მინახავს რომ მოუსმინო და დავდო ვერდიქტი. იმედია EMMA-ს ფინალზე არსებულ აუდიო-აპარატურის გამოფენაზე მექნება შანსი რომ მოუსმინო ასეთ ტექნიკას და დავდო ჩემი შეფასება

თქვენს ენეონს არხზე ექნება მაქსიმუმ 15-18 ვატი რმს სიმძლავრე. აქედან გამომდინარე თქვენ გჭირდებათ დინამიკები რომელიც არის დაბალ ვატიანი მაგრამ ძალიან დიდი მგრძნობიარობით:
პიონერს და ალპაინს აქვს ასეთი დინამიკები იაფიან კატეგორიაში და ალბათ მათი ყიდვა აჯობებდა ამ შემთხვევაში.
წინ:
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/425-al...-sxe-1750s.htmlუკან:
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/426-al...-sxe-1725s.htmlპიონერებზე ვერ გირჩევთ რადგან იმდენი " პადძელკა" არის ქართულ ბაზარზე დრევანდელ დღეს რომ მიჭირს სადმე მისვლა გირჩიოთ. პიონერს ჰყავს ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში, თუმცა სად იყიდება მათი პროდუქცია გარდა კარფურისა არ ვიცი. ყველაზე კარგი იქნება თუ მოსთხოვთ გამყიდველს სერთიფიკატს რომ ის პიონერის ოფიციალური დილერია
This post has been edited by EMMA GEORGIA on 4 Mar 2016, 12:31