fanatiiგირჩევ თუმცა შენი მუსიკალური პრიორიტეტების მიმართულება არ ვიცი

გამაძლიერებელი რომელიც დინამიკებზე უნდა იხმარო ცოტა არიყოს სუსტია ძლიერი ხმისთვის და აქედან გამომდინარე ძლიერ აკუსტიკას ვერ გირჩევ ალბათ, თუმცა აი ვარიანტებიც და მათზე კომენტარები:
წინა დინამიკები:
1) ალპაინის კომპონენტური დინამიკები. მშვენიერი არჩევანია 90% მსმენილისთვის რადგან აქვს დაბალანსებული და მართებული ჟღერადობა. ძალიან კარგი ნაკეთობაა ასევე და ესეც ბევრს მოსწონს. შეიძლება ბიამპინგზე ამუშაო რაც ასევე ძალიან კარგი ოფციაა შენს შემთხვაში. მაგრამ მე პირადათ უფრო გერმანული ჟღერადობის მოყვარული ვარ

თუ შეაერთებ ბიამპინგზე ეს არის შენთვის იდეალური ვარიანტი რადგან ვატებით ზუსტად ემთხვევა შენს გამაძლიერებელს.
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/17-alpine-spg-17cs.html2) გლადენის რს-სერიის დინამიკები არის საშუალო კლასის აკუსტიკა გლადენის იეარქიაში, თუმცა ჟღერენ ბევრად უკეთესად ვიდრე კონკურენტი ბრენდების 1 ან 2 საფეხურით მაღლა მდგომი დინამიკები. აქ უკვე არის სუფთა გერმანული/სკანდინავური ჟღერადობის სკოლის ელემენტები და ამავდროულად საკმარისი სიმძლავრე რომ უხვი ხმა იყოს სალონში. ძალიან დაბალანსებული და სწორი ჟღერადობა აქვთ, და არ შეცდება ის ადამიანი ვინც მათ იყიდის, რა საკვირველია თუ ნატურალური ჟღერადობის მოყვარულია და არა ჯაგაჯუგის

შენი გამაძლიერებელი ცოტა სუსტია მათთვის თუმცა 3 ომის გამო გამაძლიერებელი ცოტა მეტ სიმძლავრეს მოგცემს და ალბათ 85 ვატამდე ახვალ არხზე. თუ მეტი არ გინდა მაშინ კარგი არჩევანია
http://www.caraudio.ge/ka/gayidvasi/78-gladen-rs-165.html3) აი ეს ალუსტიკა უკვე სერიოზული თანაც ჯანიანი "ტიპია" ! ორჯერ იყო ევროპის ჩემპიონი თავის წონაში
რამდენი სისტემაც არ აიწყო ამ აკუსტიკაზე ყოველთვის შოკავდა როგორც კლიენტს ასევე ინსტალატორს თავისი სიმძლავრის პოტენციალით და ამავდროულად ჟღერადობის ხარისხით. დაუჯერებლათ შეერწყმება ეს ორი ურთიერთ გამომრიცხავი პარამეტრი ერთმანეთს. მეც მიკვირს ხოლმე ხანდახან რომ ვუსმენ SQX-ს როგორ მოახერხა გლადენმა ასეთი აკუსტიკის გაკეთება თანაც ამ ფასად. 2-3 კლასით მაღალ კონკურენტებს ფორას მისცემს

აქვს ასევე უნიკალური კროსოვერი რომელზეც შეიძლება 504 (!) განსხვავებული პარამეტრის კომბინაციის მიღება. (გამიგია რომ სცენასაც კი ასწორებენ ზოგიერთი ინსტალატორი რუსეთში ამ კროსოვერების კომბინირებით.)
შენ შემთხვევაში მხოლოდ ბრიჯზე თუ ამუშავებ შენს გამაძლიერებელს თუ ამ აკუსტიკას იყიდი. ისე ძალიან მაგარი რამეა.
http://www.caraudio.ge/en/in-stock/80-gladen-sqx-165.htmlესეც კიდევ ტესტის რეზულტატები რომელიც გერმანულმა ჟურნალმა ჩაატარა:
http://gladen.com/pics/tests/SQX130SQX165C_HTest6_2013E.pdfრაც შეეხება ვიბროიზოლაციას:
ეკონომიურად გინდა თუ კარგათ აკუსტიკურად გინდა მოამზადო კარებები?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 17 Aug 2016, 10:41
მიმაგრებული სურათი