DOLMAZINIOსაჭიროა გავიგოთ რა მოდელის ბას-დინამიკია გამოყენებული თქვენს საბვუფერში. ამის გარეშე ვერ გეტყვით ზუსტ ლიტრაჟს თუ რა ზომის უნდა გაკეთდეს ყუთი.
საერთოდ ყუთი ითვლება დინამიკის მიხედვით. თქვენს შემთხვევაში ყუთის გადაკეთება უბრალოდ ფორმას შეცვლის თორემ მოცულობა იგივე დარჩება. მოცულობის გაზრდა ან დაპატარავება არაფერს უკეთეს არ მოგცემთ, ხოლო უარესობისკენ ნამდვილად შეიცვლება
Nemiroffაბა ნახე მარაზია "ტიტანში" ათონელის ქუჩაზე, ან მშრალ ხიდზე.
ელიავაზე, პავილიონში მაღაზია #23 (ირაკლი)
mamula22საბვუფერს მანქანაში აქვს 2 დანიშნულება:
1) დაუკრას ის ბას დიაპაზონი რომელსაც წინა დინამიკები ვერ უკრავენ და ამით შეივსოს მტელი მუსიკალური დიაპაზონი მანქანაში.
2) შექმნას მუსიკალური წნევა. თმები რომ მოძრაობდეს თავზე ბასი რომ დაარტყავს ან მუცელი შეიწიოს ხერხემლამდე

ამ ორივეს იდეალური ბალანსი იძლევა ძალიან სასიამოვნო ჟღერადობას თუმცა საქართველოში მხოლოდ მეორე ვარიანტი უყვარს ძირითადათ მომხმარებელს

თან რაც უფრო შეიწვა მუცელი მით უფრო კარგი ხმა ითვლება, რაც არასწორია მუსიკალური თვალსაზრისით და კარგია "ტუსოვკის" მხრივ

პირველი ვარიანტისთვის საკმარისია 150 ვატიც (RMS სიმძლავრე) და 12 ინჩიანი ბას-დინამიკი. მეორესთვის საჭიროა მინიმუმ 500 ვატი (RMS სიმძლავრე) და რაც შეიძლება მეტი ბას-დინამიკი.
თქვენ როგორ ხმას უფრო ანიჭებთ პრიორიტეტს? დაწერეთ როგორი ბასი უფრო გინდათ, მანქანის მოდელი, და გირჩევთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტს.
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99