giorgi770481) სდ-ეს ბრალი არ უნდა იყოს წესით. მემგონი ეგ სლოტი უფრო ნავიგაციისთვის არის საჭირო. თუმცა დაწერე აბა მოდელი და ვეცდები ინფო მოვნახო.
2) მეორე პოსტი:
1) მანქანის აუდიოში ეს პრობლემა უფრო კანონზომიერებაა ვიდრე გამონაკლისი. დინამიკები უკრავენ პატარა მოცულობაში (ფეხების ადგილი სალონში) და მათ ამ პატარა მოცულობის ჰაერის ჭირხნა უწევთ განუწყვეტლივ. მძღოლის მხარეს ამას ასევე პედლები და საჭის მექანიზმი ემატება. ასევე დინამიკები ებრძვიან ათასეულობით არეკლილ ხმის ტალღას რომელიც თვითონვე შექმნეს რამდენიმე წამით ადრე. მოკლედ ჯაფაში არიან თქვენებურად რომ ვთქვა

კარებს რომ აღებ დინამიკები ნაკლებად იბრძვიან წნევასთან და აქედან გამომდინარე აქვთ უფრო დიდი ხმა, ღრმა ბასი და ა.შ.
2) ვატებს რაც შეეხება ისეა როგორც დაწერე, თუმცა მანქანის აუდიოში მხოლოდ ბას დინამიკების სიმძლავრე იზომება ცალკეულად. სხვა დანარჩენებში ძირითადათ წყვილად.
3) აუდიოფილურ მოთხოვნებს ასეთი ყურთსასმენებით ალბათ მაინც ვერ მიაღწევ მათი ზომების გამო. მემბრანა პატარაა და მაგალითად ბასის შესაქმნელად ამ პროდუქტში მინი ვიბრო ძრავები არის გამოყენებული. ეს ძრავები ბასის დროს ქმნიან სიხშირულ ვიბრაციას რაზეც კაცობრიობის 80% -შ ტვინი ტყუვდება და აღიქვავს როგორც ბას ტალღას.
პროდუქტი ძვირი ღირს კიდევ ძირითადათ 2 ფაქტორის გამო.
1) გამოყენებული მასალების სიძვირე
2) ინჟინრების ხელფასი და კარგი ინჟინრის შენახვა რომ მან რაღაც კარგი შექმნას. ამას ემატება სხვადასხვა ტესტი რომელსაც პროდუქტი გადის სანამ მივა მომხმარებლამდე.
"პაძელკა" აპარატურა იმიტომაც ღირს იაფი რომ მასზე მეორე ფაქტორი ძირითადათ არ ვრცელდება, თანაც საერთოდ