n-i-c-kრომელი ბრენდის ჟღერადობა სჯობს? ეს არის კითხვა რომელზეც მე ყოველთვის მიჭირს პასუხის გაცემა რადგან ეს არის გემოვნების საკითხი რაზეც არ დაობენ.
სამწუხაროდ მე ვერ გეტყვით ალპაინი სჯობს თუ ჯიბიელი რადგან ეს იქნება ჩემი შეფასება რომელიც თქვენსას შეიძლება არ დაემთხვას.
თუ ჩემი პირადული აზრი გაინტერესებთ მე არ ვარ ჯიბიელის მოყვარული რადგან ვთლი რომ მათი დინამიკები ძალიან არანატურალურად და შეფერადებულად ჟღერენ. პირველი ეფექტი საშუალო მსმენელზე ყოველთვის საუკეთესო აქვთ, მაგრამ რომ დაიწყებ კაცი ნიუანსებზე ჩაძიებას ხვდები რომ ჟღერადობა არანატურალურია თუმცა უდაოდ ეფექტური.
მე ვაფასებ დინამიკებს მხოლოდ მათი ჟრერადობის და ორგინალში არსებლი მუსიკალური სურათის ნატურალობის გადმოცემის პრინციპით. მაგრამ მე ამ საქმის პროფესიონალი ვარ და ჩემთვის სხვა კრიტერიუმები არსებოს რომელიც უმეტესობას არც კი აინტერესებს. მე ბევრი მეგობარი მყავს რომელიც ჯიბიელის საბვუფერების ფანები არიან და არ ესმით რა არ მომწონს მე მათ ჟღერადობაში?

მოკლედ ეს არის გემოვნება და სხვა არაფერი

ზოგადათ CARAUDIO.GE-ს შემოაქვს ის აპარატურა რასაც მე უკეთებ რეკომენდაციას და რომელ ბრენდიც მე მომწონს როგორც ჟღერადობით ასევე ხარისხით. ძალიან ბევრ ბრენდს უსმენ ხოლმე EMMA-ს ჩემპიონატებზე და ასე თუ ისე ავარჩიე საუკეთესოები ფასით/ხარისხის მიხედვით და გაუწიე მათ რეკომენდაცია ჩამოტანისთვის. თუმცა ესეც ჩემი გემოვბნების პრიორიტეტების მომენტია

რაც შეეხება SXE SPG სერიებს. SXE არის ბიუჯეტური კლასის აკუსტიკა რომელიც შეიქმნა სპეციალურად იმისთვის რომ ქარხნული დინამიკები შეცვალოს და დაბალ ვატიან მაგნიტოფონებზე რაც შეიძლება დიდი ხმა მისცეს მომხმარებელს. აქვთ ერთერთი ყველაზე კარგი ჟღერადობა თავის საფასო სეგმენტში.
SPG-სერია ბევრად უფრო ძლიერეია და მათი სრული რეალიზაცია გამაძლიერებელზე უფრო ხდება. მაგნიტოფონზეც კარგათ მუშაობს მაგრამ იგივეა რაც დიდი მანქანა პატარა ძრავით.

მაღაზიაში აყენია სტენდზე და თუ მიხვალთ შესძლებთ რომ მოუსმინოთ როგორ ჟღერს როგორც მაგნიტოფონზე ასევე გამაძლიერებელზე.
გასაგებია რომ მაღაზიის მანქნანის სალონთან შედარებით უფრო დიდი მოცულობის გამო და ასევე სტენდის სადინამიკეების პატარა მოცულობის გამო ჟღერადობა ისეთი არ იქნება როგორც ავტომობილში, თუმცა ზოგადი წარმოდგენა შეგექმნებათ და ეს დაგეხმარებათ გადაწყვეტილების მიღებაში
რა მანქანაა რომ ვნახო უკანა დინამიკების შეცვლის საუკეთესო ვარიანტი და გირჩიოთ?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Nov 2016, 22:36