Ninjaცოტა რთულად არის საქმე

საერთოდ კროსოვერი კონკრეტულად დინამიკის მოდელისთვის ითვლება. სხვა კროსოვერის გამოყენებით კი აირიდებ ტვიტერის და მიდრენჯის დაწვას თუმცა დინამიკების ხმა გაფუჭდება უსათუოდ რადგან ისინი თავის სრულ რეალიზაციას ვერ გააკეთებენ

. მიდრენჯის და ტვიტერის შეერთება თუნდაც ყველაზე მარტივი კროსოვერის გარეშე კიდევ არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში რადგან ბოლს გაუშვებენ.
არის კიდევ ერთი გამოსავალი თქვენს შემთხვევაში: ეს არის აქტიური ფილტრაცია ხმის პროცესორის გამოყენებით. ცალკე პროცესორი ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ შეგიძლიათ იყიდოთ ინტეგრირებული ხმის პროცესორით და ერთი ათად გაგიუმჯობესდებათ ხმა მანქანაში და ტქვენი პრობლემაც მოგვარდება
ხოსამე როგორც მახსოვს თქვენთან დგას 8 ინჩიანი(20სმ.) საბ-დინამიკი ხომ ესეა? თუ გინდათ მეტი ბასი მაშინ სჯობს დააყენოდ უფრო დიდი ზომის ბას დინამიკი რომ წნევა ჰქონდეს მეტი. სანახავია რამოდენა მოცულობის ყუთის გაკეთება შეიძლება თქვენთან უკანა ფრთაში და რამოდენა საბის დაყენება არსებულ ადგილას
dugda123გააჩნია რისტვის გინდათ და რა კრიტერიუმებს უყენებთ თქვენ აუდიო-მიმღებს? თუ თქვენ გინდათ უამრავი ფუნქცია მაშინ ასეთ უსახელო "შედევრებს" არაფერი სჯობს. ზოგი ასევე მუშაობს კიდევაც წელიწადზე მეტს ან წლები (გამოდგომაზეა). ხოლო თუ თქვენ გინდათ კარგი ჟრერადობა და სიამოვნება მოსმენისას მაშინ სჯობს ცნობილი ბრენდის აპარატი ეძებოდ. ALPINE და PONEER ყველაზე კარგ ჟღერად აპარატებათ არის ცნობილი, JVC, SONY, KENWOOD, ECLIPSE, და ა.შ ძალიან კარგია თუმცა კონკრეტულ მოდელებს აქვს განსხვავება ჟღერადობაში თუმცა ყველა კარგია და ჟღერადობის ხარისხით "ცა და დედამიწაა" უსახელო "შედევრებთან" შედარებით.
269 $ და ჩამოტანა/განბაჟება 1000 ლარზე მეტი გამოგივათ და გიღირთ ამოდენა თანხის გადახდა არაკონდიციურ ნივთში?
giorgi_psp3000გთხოვთ სთხოვოთ მოდერატორს და ამოიღოთ თქვენი განცხადება თემიდან. ამ თემაში გასაყიდი განცხადებების დადება არ შეიძლება რადგან თქვენ მაგალითზე შეიძლება სხვამაც იგივე გააკეთოს და ამით გამოიწვიოს თემის "გაოფება"
წინასწარ გიხდით მადლობას