ministra_2006პიონერს ისევე როგორც სხვა ბრენდებს აქვს მხოლოდ ANDROID AUTO-ს მხარდაჭერა. ეს არის ფაქტიურად თქვენი სმარტფონის სარკისებული გადატანა მაგნიტოფონის მთავარ ეკრანზე და ეკრანიდან სმარტფონის პირდაპირი მართვა. ეს უკვე ყველა წამყვან ბრენდს აქვს მაგრამ პირდაპირ ანდროიდ სისტემაზე პროდუქციის გადაყვანას სასტიკად ერიდებიან.
ჩინელებს ვინ დაასწრებს ბაზრის ათვისებას სამაგიეროდ

რაც შეეხება თქვენს ქარხნულ მაგნიტოფონს:
მე როგორც უყურებ საკმაოდ თანამედროვეა და ალბათ ფლეშკასაც კითხულობს ხომ ესეა? თუ ესეა რატომ გინდათ მისი შეცვლა?
თქვენს მანქანაზე იდგა 2 ტიპის მაგნიტოფონები
1) ჩვეულებრივი აუდიო სიგნალი მიდის ხმის გამაძლიერებელზე და შემდგომში გაძლიერებული რიგდება დინამიკებზე
2) TOYOTA -ს ე.წ MOST-იტერფეისი სადაც მაგნიტოფონიდან მხოლოდ ციფრული სიგნალი მიდის ოპტიკით ხმის გამაძლიერებელზე და უკვე იქ გარდაიქმნება აუდიო სიგნალად და შემგომში ძლიერდება.
პირველ ვარიანტში ყველაფერი ძალიან ადვილად "აპგრეიტდება" რასაც ვერ ვიტყვი მეორე ვარიანტზე და აქ სპეციალური მოსტ-ადაპტერი არის საჭირო რომ აუდიოსიგნალი გამოიყოს ოპტიკაში მიმავალი სხვა ციფრულ სიგნალებიდან.
მოკლედ რომ ვთქვათ მე მაინტერესებს საბოლოოდ რისი გაუმჯობესება გსურთ და რისი მირება გინდათ? რატომ ცვლით თქვენს ქარხნულ მაგნიტოფონს, და რა ფუნქცია გაკლიათ თქვენს აუდიოსისტემაში?
არაცნობილი ბრენდი რომელიც აკეთეს მისაღები ხარისხის სპეციალურ მაგნიტოფონებს ამა თუ იმ მანქანის მოდელისთვის არის გერმანული ბრენდი ESX. იგი ახალია ბაზარზე მაგრამ უკვე საკმაოდ "გაიქაჩა". სხვა დანარჩენ "NO NAME" ერთ დღიან ბრენდებს არ გირჩევთ არცერთ შემთხვევაში. ყველას პრობლემები აქვს სოფტან და ყველა საზიღრად ჟღერს! სამწუხაროდ ეს ბოლო პირველადი და აუცილებელი პარამეტრი საქართველოში არავის აინტერესებს რადგან მათავარია რომ ეკრანი იყოს განათებული მანქანაში
Ninjaეს უმაღლესი ხარისხის გამაძლიერებელია, და თუ მდგომარეობა კარგი აქვს მაშინ ნაჩუქარია
nukri.geვიდეო ფორმატი არ ემთხვევა! ამ თემაში იყო რჩევები თუ როგორ ჩაწეროთ კლიპები თუ ფილმები რომ ანახოს იაპონურმა აპარატმა

(სადღაც 70-90 გვერდებზე თუ სწორად მახსოვს)
vaxustiგამაძლიერებლის პრობლემაა! დააკვირდით არხზე სულ რაღაც 40 ვატი აქვს! სასაცილოა ისეთი დაბალია ეს სიმძლავრე გამაძლიერებლისთვის

ფაქტიურად ოდნავ მეტი სიმძლავრე აქვს ვიდრე მაგნიტოფონის ხმის გამაძლიერებელს და აზრი მის დაყენების რა არის? გამაძლიერებელს მინიმუმ 60 ვატი უნდა ჰქონდეს არხზე რომ ღირდეს მისი მონტაჟი მანქანაში.
რაც უფრო საგანგაშოა 2-ზე მეტჯერ უფრო დაბალია გამაძლიერებლის სიმძლავრე ვიდრე დინამიკების ნომინალური სიმძლავრე. ასეტ რეჟიმში მუშაობისას დინამიკები ითხიპინებს და თუ მაქსიმუზე ამუშავებთ დინამიკები დაიწვება!!!
მოკლედ გამაძლიერებელი გამოცვალეთ და ყველაფერი გამოსწორდება, და კიდევ მიაქციეთ ყურადღება რომ დინამიკის კაბელების კვეთი მინიმუმ 1.5 მაინც იყოს, ჯობია თუ 2.5 კვეთის აკუსტიკურ კაბელებს იყიდით
http://www.caraudio.ge/ka/dinamikis-kabele...gzsc-2-250.html
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99