giorgi77048გიორგი, არ არსებობს ცალკე ბასი მუსიკის გარეშე. ცალკე ბასით ნაცისტები აწამებდნენ ტყვეებს რომ გაეგოთ საბჭოთა არმიის საიდუმლოებები

მანქანის აუდიოში არსებობს ძირითადი 2 მიმართულება რაც ჰყოფს ამა ტუ იმ მიმართულების მიმდევრებს 2 დამოუკიდებელ ბანაკად.
1) SQ (Sound Quality) - ამ ბანაკს მეც მივეკუთნები და ჩვენ ვართ სწორი და უნაკლოდ ნატურალური ჟღერადობის მოყვარული ხალხი. ანუ ჩვენი მთავარი მიზანია რომ მივიღოთ ისეთივე ჟღერადობა როგორც ჩაწერის დროს იყო არ აქვს მნიშვნელობა სად მოხდა ეს ან რა ჟანრია. მთავარია რომ "ლაივ" ჟღერადობის ზუსტი კოპია
2) ESPL (European Sound Pressure League) - ემ ბანაკში ხალხისთვის მთავარია რაც შეიძლება დიდი ხმა და ამავდროულად სწორი ტემბრალური ბალანსი. ანუ რომ ისმის მთელი მუსიკალური სიხშირული სპექტრი მაგრამ დიდ ხმაზე (არა მარტო ბასი)
მემგონი რომ შენც ESPL-ს მოყვარული ხარ უბრალოდ ეს შენ გგონია SQ და ცდილობ SQ-ს მეთოდებით ESPL-ს აწყობას
pastoriusაუდიოში ყველა პატარა წვრილმანსაც აქვს უდიდესი მნიშვნელობა !

რა საკვირველია დინამიკებს დიდი მნიშვნელობა აქვს თუმცა სანამ ამას თქვენთვითონ არ გასინჯავთ ვერ გაიგებთ რამდენად კარგია მოყოლილი დინამიკები თქვენთვის.
მე გირჩევდით შეცვალოდ მაგნიტოფონი და მოუსმინოდ რეზულტატს. თუ არ მოგეწონებათ ჟღერადობა მერე ვიფიქროთ გაუმჯობესებაზე
* * *
გამარჯობათ....
მოკლედ რაღაცეები მაინტერესებს და გკითხავთ ...
მყავს ჰონდა აკორდი 2006 წლიანი 2.0 მატორით მეთვიდე თაობა ... იაპონური ..
აქვს ქარხნული მაგნიტაფონი აი განახებთ როგორი ...
user posted image
მანქანა რომ ვიყიდე დინამიკები დამწვარი ქონდა და ჩავაყენებინე უბრალო დინამიკები , არც ბრენდი აწერია დინამიკებს არაფერი ...და აქვს ნორმალური ხმა,მაგრამ არაა სუფთა და ძლიერი ... იმდენად რომ მე მესიამოვნოს..
მინდა კარგი ნორმალური სისტემა დავაყენო რომ სუფთა და ძლიერი ხმა მქონდეს მანქანაში და პირველ რიგში ახალი რომელიმე ბრენდის კარგი დინამიკები რომ ვიყიდო უშველის სიტუაციას ოდნავ მაინც გამოასწორებს უკეთესობისკენ ? რადგან ვინც დინამიკები დამიყენა იმან მითხრა რომ ეს მაგნიტაფონი ისეთია რომ გინდ კარგი დინამიკები იყიდოვო აზრი არ აქვსო იგივე ხმას გამოსცემსო..რავი ესე ამიხსნა...და ეს მართალია ? თუ დავტოვო დინამიკები რაც აყენია და ვიყიდო ცალკე დიდი დინამიკი და გამაძლიერებელი ეგრე ხო მაინც მექნება სუფთა ხმა და ძლიერი ჟღერადობა მუსიკაზე.? განსაკუთრებით ვუსმენ ბასიან მუსიკებს..ვერ ვერკვევი ამ აუდი სისტემებში და მაგიტომ ვარ არეული როგორ მოვიქცე ამ მხრივ...დინამიკები შევცვალო და მერე ვიყიდო გამაძლიერებელი თუ დავტოვო და ეგრევე ვიყიდო ....
პირველ რიგში დიდ მადლობას გიხდით რომ ასე ვრცლად დაწერეთ მანქანის მონაცემები და მასში ჩარევის ისტორია

თქვენი მაგნიტოფონი აგაწყობინებთ ისეთ სისტემას როგორიც თქვენ გსურთ, და იგი ბევრ დღევანდელი დღის პროდუქციას სჯობს რომელიც საქართველოს ბაზარზე იყიდება, როგორც ჟღერადობით ასევე გამძლეობით. მთავარია ფუნქციურად იყოს თქვენთვის საკმარისი დანარჩენი მას ქარხნულად ჩადებული აქვს და საკმაოდ კარგი ხარისხის.
ალბათ ისიც გირჩიათ იმ "ხელოსანმა" რომ 300 ლარიანი მონიტორიანი შედევრი დაგეყენებინათ თქვენი მაგნიტოფონის მაგივრად ხომ?

მოკლედ თუ თქვენი მაგნიტოფონი კითხულოს ფლეშკას და ასევე აქვს ყველა ის ფუნქცია რაც ტქვენ გჭირდებათ მაშინ გადავიდეთ დანარჩენი აპარატურის შერჩევაზე

თუ თქვენ გიყვართ ბასი მაშინ თქვენთვის აუცილებელი საბვუფერის არსებობა საბარგულში. თქვენ ასევე დაგჭირდებათ ხმის გამაძლიერებელი და კარგი წინა დინამიკები.
მე შემიძლია რომ შეგირჩიოთ თქვენთვის საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ სანამ ამას გავაკეთებ მაქვს რამდენიმე კითხვა თქვენთან:
1) გინდათ 4 დინამიკის დაყენება + საბვუფერი თუ გააკეთებთ ისე როგორც აუდიომოყვარულები აკეთებენ: წინა დინამიკები + საბფუფერი საბარგულში?
2) ბასი გიყვართ ძლიერი და შემტევი თუ რბილი და და აუდიოფილური განხრის?
3) დაახლოვებით რა ბიუჯეტი გაქვთ გამოყოფილი სისტემის ასაწყობათ?
4) რა ჟანრის მუსიკას უსმენთ?
მიპასუხეთ ამ კითხვებზე და ვეცდები საუკეთესო ვარიანტი შეგირჩიოთ