gio-8080როგორც სჩანს მაღალი ხარისხის აუდიოსისტემა იდგა დონორ მანქანაში და თანაც არხული გაძლიერებით!
დიდი ეჭვი მაქვს რომ დინამიკები რომელიც თქვენ მიდრენჯ დინამიკებათ მიგაჩნიათ სინამდვილეში იყოს ახალი თაობის ე.წ "მიდრენჯ-ტვიტერები" რომელიც ახალი ტრენდია მსოფლიოში და ბევრად აადვილებს და აიაფებს მაღალი ხარისხის აუდიოსისტემის აწყობას მანქანაში. გადაუღეთ სურათები და დადეთ თემაში ისე რომ წარწერებიც სჩანდეს და გაგიგებთ რასთან გვაქვს საქმე

მაგრამ!!! ამ მშვენიერ დინამიკების კომპლექტს აუცილებლად სჭირდება ხმის გამაძლიერებელი! სხვანაირად არაფერი კარგი არ გამოგივათ რადგან მაგნიტოფონის გამაძლიერებელი(არ აქვს მნიშვნელობა ბრენდს) იმდენად სუსტია რომ თქვენი დინამიკების პოტენციალის რეალიზაციას მხოლოდ 10% თუ გაქაჩავს! ამას დამატებული აუცილებელია რომ დინამიკები ამუშაოდ ან კროსოვერების გამოყენებით და ან აქტიური ფილტრაციის რეჟიმში იქნება ეს ხმის პროცესორიან მაგნიტოფონიდან თუ ცალკე ხმის პროცესორის გამოყენებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწვება!
zakro92მგრძნობიარე ბასი არ არსებობს! არსებობს მგრძნობიარე ბას-დინამიკი - ალბათ ამის დაწერა გინდოდა ხომ?
დინამიკის მგრძნობელობა დიდათ არ არის დამოკიდებული მის წინაღობაზე. უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორია მთელი დინამიკის მოძრავი სისტემის წონა! რაც უფრო მჩატეა მით უფრო მგრძნობიარეა და მეტია დეტალიზაცია ბასში. თუმცა მძლავრ საბს ვერ გააკეთებ ისე რომ მჩატე იყოს, და აქედან გამომდინარე ეს არის ყოველთვის კომპრომისი სიმძლავრის და დეტალიზაციის შორის.
სახლისთვის გამაძლიერებლები ითვლება 8-16 ომამდე. აქედან გამომდინარე საბ-დინამიკიც სჯობს შეირცეს ხმის გამაძლიერებლიდან გამომდინარე.
PITA777პირიქით სირთულეები ნაკლებია ასეთ შემთხვევაში და თანაც ეს ერთადერთი ყველა გამართლებული მიდგომააა სედანებში.
უბრალოდ საჭიროა საბის ყიდვა რომელსაც მონაცემებში ყუთის ტიპში ეწერება ასევე " Free Air ". ჩვეულებრივი საბი ასეთ შემთხვევაში არ მუშაობს! შეიძლება გადაიწვას ან და უაზროდ ბლუყუნებს

ასეთი საბები გჭირდებათ:
1)
http://www.caraudio.ge/ka/-/580-gladen-rs-12.html2)
http://www.caraudio.ge/ka/-/578-gladen-m12.htmlBeronameბოსი (BOSS) ჩინური ბრენდია, არ აგერიოთ ბოუზში (BOSE) რომელიც ქარხნულ სისტემებათ მოყვებათ ბევრ მანქნებს.
კენწუდი კარგი არჩევანია, თუმცა დააკვირდით აუცილებლად იყოს მხოლოდ "Manufacture refurbished" და არავითარ შემთხვევაში რამე სხვა!
რა თანხაში ყიდულობთ მაგნიტოფონს?
giorgi gocadzee+1
vanotlდამირეკე და ვეცდები რომ კვირას მოვიცალო (დღის მეორე ნახევარში). რაღაცეები უკვე დაგეგმილია და ვნახავ თუ მოვახერხებ დროის გამონახვას. ვეცდები ყველანაირად