temuxaკი აქვს, და აუციკებელიც არის!
გარდა ამისა მანქანის ზოგადი კომფორტიც იზრდება ამით რამფენადაც დაუჯერებლად არ უნდა ჟღერდეს ეს
abes777ეხლა უკვე ჩემს შეფასებას არანაირი აზრი არ აქვს , რადგან კაცმა იყიდა უკვე ყველაფერი და აწი რაღას შევცვლით? ნერვების მოშლის მეტს არაფერს იზაბს ჩემი შეფასება, მაგრამ თქვენ თუ გაინტერესებთ გეტყვით ჩემ აზრს. (ოღონდ იმ ადამიანს ნუ ეტყვით მაინც ვერაფერს შეცვლით აწი ხოლო ხასიათს კი გაუფუჭებთ)
1000 ლარი იაფია თანხობრივად თუ კაცს ე46 კარგი ხმის მიღება გინდა! თუმცა მე ვლაპარაკობ მართლა კარგ ჟღერადობაზე კარგ ტემბრალურ ბალანსზე და სისტემის ჟღერადობის მაღალ რეზოლუციაზე!
თუ დგნც დგნც გინდა მაშინ მე რომ მკითხო 1000 ლარი ძვირიც არის!
ის ჯიბიელის დინამიკები რომელიც დააყენეს ე46 წინა კარებებში ვერ დაუკრავენ კარგათ რადგან იქ არსებული ჰაერის მოცულობა არ არის საკმარისი მათთვის. ან კარების მეტალი უნდა ამოიჭრას დინამიკის დიამეტრზე რომ დინამიკმა კარის სივრცეში იმუშაოს! მეეჭვება რომ ვინმეს ეს გაეკეთებინა, და ეს კარგიც არის რადგან მანქანა გადაურჩა დამახინჯებას. გარდა ამისა საინტერესოა როგორ მიამაგრეს ეს დინამიკები ე46 კარების საფარებზე. ე46 სამი არასტადარტული სამაგრი აქვს ხოლო ამ დინამიკებს სტანდარტულად 4 სამაგრი?
უკანა დინამიკები:
სავარაუდოთ უკვე დაამახინჯეს მანქნა და უკანა თაროს რკინაში ამოჭრეს ორი 6×9 ზომის ნახვრეტი. ბმვ-ს ისევე როგორც ბევრ სხვა მანქანას (სპორტული ორიენტაციის) უკანა თაროს რკინა ასრულებს "სპორტული რასპორკის" როლს და აძლევს ძარას დამატებით სიმდგრადეს რაც ასახება მანქანის მართვის და მოძრაობის მანერებზე.
ნახვრეტების ამოჭრით ძარა ღებულობს სერიოზულ დაზიანებას და კარგავს სიმდგრადეს!
ამიტომაც ბმვ-ში უკანა თაროს ამოჭრა ჩემი აზრით დანაშაულია კაცობრიობის წინაშე

რამე განსაკუთრებულის მომცემი რომ იყოს მაინც? აფუჭებ მანქანას და აყენებ 2 6×9 დინამიკს რომელიც თავის ფიზიკური ფორმ-ფსქტორის გამო ვერც ვერასდროს იქნება კარგი დინამიკი რა ბრენდისაც არ უნდა იყოს ისინი!
გამაძლიერებელი: არ გიწერიათ რა ბრენდია თუმცა თუ დავაკვირდებით აპარატურის "ხელწერას" სავარაუდოთ. A/D/S იქნება რომელიც შორეულ აღმოსავლეთში იწყობა სარდაფებში. მაქსიმუმ შეიძლება იყოს იაფიანი სონი, კენვუდი ან ჯივისი რომელიც სიმძლავრით ვერ შეესაბამება შეძენილ დინამიკებს.
კიდევ შემიძლია ბევრი დავწერო სხვა ფაქტორებზე, მაგრამ ამ ყველაფერს უკვე არანაირი აზრი აღარ აქვს. მეტსაც გეტყვით: შეიძლება თქვენ მეგობარს მოსწონს მიღებული რეზულტატი რადგან ხმა გაცილებით უფრო დიდი იქნება მანქანაში ვიდრე ქარხნულ აპარატურაზე!?
ჩემი აზრით ხმა თქვენს მეგობრის ე46-ის სალონში იქნება შემდეგნაირი:
წინა ტვიტერებიდან მოდის ჭარბი მაღალი სიხშირეები რომელიც გადადის სისინში
წინა კარებების დინამიკებიდან ისმის ხმა რომელსაც გეგონება რაღაც აკავებს და მიდბას დიაპაზონი დაბლიდან არის მოჭრილი, ასევე არ ხდება ხმის ერთდროული მიწოდება ტვიტერებიდან და მიდბასებიდან ისე რომ იქმნებოდეს შეგრძნება რომ ხმა ერთიანად მოდის საიდანღაც ტორპედოს შუიდანკაპოტის შუამდე არსებულ ვირტუალურ სცენიდან. სავარაუდოთ მკაფიოდ არის გამოკვეთილი ინსტრუმენტების მოძრაობა მიდბასიდან ტვიტერებში და ეს ტალღები მუდამ იცვლება. მოკლედ რომ ვთქვათ სისტემას არ აქვს არანაირი ერთიანობის შეგრძნება ჟღერადობაში და სავარაუდოთ არის ხმამაღალი კაკაფონია

უკანა დინამიკებს ასევე ექნება იმდენად ჭარბი მაღალი სიხშირეები რომ უკან მჯდომ ადამიანს თავი 10 წუთში სტკივდება! სავარაუდოთ უკნიდან ისმის მხოლოდ ბლუყუნი და საშუალო სიხშირეების ჩავარდნა.
ბასი: არ ვიცი რა აპარატურა უყენია თქვენს მეგობარს ამ დიაპაზონისთვის საბარგულში მაგრამ რაც არ უნდა იყოს ის არ არის ფრი აირ ტიპის საბი, და აქედან გამომდინარე ნამდვილი და ჯანმრთელი ბასი ვერ იქნება სალონში. იქნება მხოლოდ დიდი წნევა და ჩაქუჩივით ბაგუნი საბარგულიდან ( თუმცა ნახევარი საქართველო ამას ბასს ეძახის-სამწუხაროდ)
სრულად რომ გაანალიზოთ რაც დავწერე აუცილებელია რომ მოისმინოთ სწორად აწყობილი სისტემა! მერე სხვანაირად შეხედავთ აუდიოს მანქანაში და სხვა პრიორიტეტები გაგიჩნდებათ.
თუ მოიფიქრებთ მოსმენას გამაგებინეთ და ვეცდები შეგახვედროთ ის ადამიანი.
medame333შემდეგ კვირამდე მოითფინე და რომ ჩამოვალ ყველაფერს თავიდან ბოლომდე ერთად დავგეგმავთ რომ ასევე ისწავლო აუდიოხრიკები.
დამირეკე ხუთშაბათს ან პარასკევს.
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99