uwi-buwiმე არ გირჩევთ ამ დინამიკების მანქანაში დაყენებას. გააფუჭებთ სახლის დინამიკებს ხოლო რეზულტატმა შეიძლება გაგაწბილოთ! ვერ მიიღებთ ისეთ ჟღერადობას და ეფექტს როგორიც სახლში გაქვთ, შეიძლება იმის ნახევარიც ვერ მიიღოთ!
ეს არის დინამიკები რომელიც გათვლილია დახურულ ყოთში სამუშაოდ და 90% ისინი ვერ გაამართლებენ თქვენს მოლოდინებს მანქანაში!
მანქანის თითქმის ყველა მიდბას დინამიკი კეთდება "ფრი-აირ" ფაქტორით, რათა კარების მოცულობა არ ახდენდეს გავლენას მათ ჟღერადობაზე, როცა სახლის დინამიკებისთვის ზუსტი მოცულობის ყუთის არსებობა კრიტიკული ფაქტორია.
ისე 8 ომიან დინამიკებისთვის გამაძლიერებელის შერცევა არ არის პრობლემა, რადგან უმეტესობა მანქანის გამაძლიერებელი სტაბილურად მუშაობს 2-8 ომის დიაპაზონში. მაგრამ 200 ვატიანი გამაძლიერებელი თქვენ არ გჭირდებათ!
წაიკითხეთ ყურადღებით და მიხვდებით რა იმალება თქვენს დინამიკების ტექნიკურ მონაცემებში.
ე.ი. უწერიათ 140 ვატი ტოტალური აკუსტიკური სიმძლავრე. თუ ვიმედოვნებთ რომ ეს "საოცარი" პარამეტრი აღნიშნავს RMS- სიმძლავრეს მაშინ გამოდის რომ ორივე აკუსტიკური სისტემის სიმძლავრე ერთად არის 140 ვატი! თითოში 2 დინამიკია და გამოდის რომ თოთო დინამიკის სიმძლავრე სულ 35 ვატია. 140/2=70, 70/2=35 ვატს თითო დინამიკზე!

ესეც იმ შემთხვევაში თუ რმს სიმძლავრეზე ვსაუბრობთ და არა მაქსიმალურზე!
* * *
_XuCo_მე გირჩევთ რომ ორივე ვარიანტი მოისმინოთ და ისე შეარჩიოთ. ყველა ადამიანს სხვადასხვა გემოვნება აქვს.
გამაძლიერებლები ძალიან შემოაკლდა მაღაზიას, და არც ვიცი რა არის დარჩენილი საწყობში! 4 არხიანი GLADEN RC70c4 მშვენივრად აამუშავებს ყველაფერს თუ არის დარჩენილი მაღაზიაში. 551 34 55 99 დარეკეთ მაღაზიაში და იკითხეთ!
ახალი პარტია ჩამოვა შემდეგ წელს იანვარი/თებერვალი.
თქვენ რომ იყიდეთ, მასეთივე ორარხიანი გამაძლიერებელი უნდა იყოს დარჩენილი მაღაზიაში და მეორეს შეძენა და 2 ცალიას ერთად დაყენება არ გინდათ?
ან იქნებ სხვაგან მონახოთ ნახმარი თუმცა კარგი ბრენდის 4 არხიანი გამაძლიერებელი?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 11 Dec 2017, 17:06
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99