zakro92საინტერესოა რატომ დაემართა გამაძლიერებელს ეს ყველაფერი!
თუ დაგუგლავთ ვერ მონახავთ ამ სერიის გამაძლიერებლის პრობლემაზე რომ ვინმე წერდეს საერთოდ რამეს! არ არის ასეთი ინფორმაცია და აქედან გამომდინარე ვასკვნით რომ გაფუჭება საერთოდ არ ახასიათებს ამ აპარატურას.
აქედან გამომდინარე ჩვენ გვირთულდება იმ პრობლემის მონახვა რამაც გამოიწვია თქვენი გამაძლიერებლის მწყობრიდან გამოსვლა

მე როგორც ვხედავ ეს კონდესატორები დგას გამაძლიერებლის კვების ბლოკის შესვლაზე. ეს მაფიქრებინებს იმას რომ სავარაუდოთ კვების წყაროს პრობლემა უნდა იყოს.
1) კაბელების სისქე არ არის საკმარისი
2) კაბელების მასალა არ შეესაბამება მათი გამტარიანობის მოთხოვნებს.
3) მინუსის აღების წერტილი არ არის საკმარისი გამტარიანობის და ეს ძალიან გავრცელებული პრობლემაა!
ა) ზოგი როცა აერთებს მინუს მანქანის ძარაზე არ ფხიკავს საღებავს (ენანება)
ბ) რომც გადაფხიკონ სათანადოთ არ ითვალისწინებენ რომ გამაძლიერებლის მინუსის კაბელი ზოგჯერ იმ კვეთის არის რაც ძარაზე აკუმულატორიდან მიმავალი კაბელი (მასა)
ზაფხულში როცა დენის დიდი მომხმარებლები ძირითადათ არ გამოიყენება (წმენდავები, ღუმელი, უკანა შუშის გათბობა და ა.შ.) ქარნული მასის კაბელი ერევა დამატებით დატვირთვას. მაგრამ ზამთარში როცა ეს ყველაფერი ერთდროულად ირთვება მასის კაბელის გამტარიანობა აღარ ყოფნის გამაძლიერებელს და მისი კვების ბლოკში პირველადი ბარიერი კონდესატორები ფუჭდება.
ამიტომაც კარგი ინსტალატორი ყოველთვის ამატებს ზუსტად იგივე კვეთის მინუსის კაბელს მასის პარალერულად როგორიც არის გამოყენებული პლიუსის კაბელის კვეთა.
4) ჩაშლილი ერთი ქილა აკუმულატორში. ამ დროს მანქანა იქოქება თუმცა აკუმულატორუდან გამოსული დენი კარგავს სტაბილურ ამპერაჟს დატვირთვაზე. ყოველ ბასის დარტყმაზე ხდება ძაბვის ვარდნა რის კომპესირებასაც აკეთებს გამაძლიერებელი თავის რესურსის ხარჯზე.
შეგიძლიათ გაფაუღოთ სურათი თუ როგორ არის დამონტაჟებული გამაძლიერებელი? მაინტერესებს რა კაბელებით არის შეერთებული.
დინამიკები :
საინტერესოა რატომ ხრიალებს. წინაღობა ხომ არ შეგიმოწმებიათ?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 23 Dec 2017, 14:55
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99