PIKNIKAხმის პროცესორი არის მოწყობილობა რომელიც აკეთებს ძირითადათ ორ ფუნქციას რაც კრიტიკულად საჭიროა კარგი სისტემის აწყობის დროს!
1) აუდიო სიგნალის დროის დაგვიანების ფუნქცია(TIME ALIGNMENT ან Correction) :
ყველა მანქანას ერთი მხარის დინამიკები განლაგებული აქვს უფრო ახლოს მძღოლითან ვიდრე მეორე მხარის დინამიკები. ცხადია რომ უფრო ახლოს განლაგებულ დინამიკებიდან ხმის ტალღა უფრო მალე მივა მძღოლის ყურებთან ვიდრე მოპირდაპირე ან აკან განლაგებული დინამიკებიდან. ეს პრობლემა იწვევს სტერეო-ეფექტის და ტემბრალური ბალანსის დარღვევას რაც მარტივად ესმის ყველა ადამიანს! მაგალითად მარცხენა ტვიტერი "პიშალკა" "ტვინს ბურღავს " როცა მარჯვენადან ხმა არც კი ისმის მის ფონზე

ამას ასევე ემატება ისიც რომ მარცხენა ტვიტერამდე დაშორება უფრო ახლოა ვიდრე მარცხენა მიდბას-დინამიკამდე რომელიც კარის დაბლა ნაწილშია განლაგებული რომ არაფერი ვთქვათ მარჯვენა მხარის დინამიკების განლაგებაზე და უკანა დინამიკების განლაგებაზე რომლებიც საერთოდ მძღოლის უკან არის განლაგებული და საერთოდ 0-ზე დაყავს ჩანაწერში ჩადებული სტერეოეფექტი!

ამ პრობლემასთან საბრძოლოდ 90-იანებში შეიქმნა აუდიოპროცესორი რომელიც აგვიანებს ხმის სიგნალს დროის განაკვეთში და აკეთებს ისე რომ ყველა დინამიკიდან გამოსული ხმის ტალღა მიდის ერთდროულად მძღოლის ყურებთან რაც თავისთავად იწვევს სტერეოპანორამის გამოსწორებას და სწორ ტემბრარული ბალანსის აღდგენას!

2) აქტიური ფილტრაცია (კროსოვერი)
ალბათ ყველას გინახიათ კომპონენტური დინამიკების კომპლექტებში არსებული პატარა (ან დიდი) ყუთები/ფილტრები რომელიც გამოიყენება დინამიკებზე მისული ხმის ფილტრაციისთვის რათა დინამიკმა ზუსტად ის დიაპაზონი დაუკრას რისთვისაც იგი არის შექმნილი და არ იხრიალოს ან საერთოდ არ დაიწვას

!
ეს არის პასიური ტიპის კროსოვერები სადაც ინდუქტიურობების, კონდესატორების და რეზისტორების შერჩევით ხდება ამა თუ იმ სიხშირული დიაპაზონის მიღება დინამიკისთვის. რასაკვირველია ასეთი ტიპის კროსოვერი მოიხმარს 5-20 % გამაძლიერებლის სიმძლავრის და ასევე თავისებურად აფერადებს ხმას (გამონაკლისია ძალიან ძვირი კროსოვერები რომელიც ძალიან ძვირი მასალების ელემენტებზე კეთდება. (ოქრო, პლატინა და ა.შ)
ზემოთ აკეთებს ასევე ხმის პროცესორის აქტიური ფილტრაცია სადაც ხმა იშლება გარკვეულ სიხშირულ დიაპაზონებათ პროცესორშივე და უკვე გაფილტრული და მომზადებული მიდის ხმის გამაძლიერებელზე. ამას ემატება ისიც რომ მიღებული ხმის კორექტირება შესაძლებელია ასევე 30 დიაპაზონიანი ეკვალაიზერით რაც იძლევა ძალიან კარგ ეფექტს მანქანის სალონზე აკუსტიკის მორგების, და ასევე მსენელის პრიორიტების წინ წამოწევის მხრივ.

თუ სახლის აკუსტიკაში შეიძლება დაღლამდე იკამათო რომელი ტიპის კროსოვერი უფრო ნატურალურად ჟღერს პასიური თუ აქტიური, მანქანაში აქტიურმა ფილტრაციამ უკვე დიდი ხანია მოიგო 10/ 0 პასურ ფილტრაციას

ყველაზე კარგი პროცესორები არის ე.წ "Stand Alone" (გარე) ტიპის პროცესორები. მათ აქვთ უამრავი ფუნქცია რისი ჩადებაც მანქანის მაგნიტოფონში ვერ ხერხდება ბევრი მიზეზის გამო!
ამიტომაც მაგნიტოფონებში გამოიყენება "კასტრირებული" პროცესორები რომლებს ძირითადათ მხოლოდ დროის დაგვიანების ფუნქცია აქვთ და ძალიან უშნო აქტიური ფილტრაცია 200 ჰერცამდე დიაპაზონში. (გამონაკლისი იყო მაგნიტოფონები 800$-დან ზევით ფასის დიაპაზონში) ამიტომაც ასეთი პროცესორი გააუმჯობესებს სტერეოპანორამას თუმცა კარგი სისტემის აწყობა ასეთ მაგნიტოფონებზე ძნელა და ყველა ვარიანტში საჭირო არის პასიური ფილტრაციის გამოყენება!
პირველი მაგნიტოფონი რომელიც გამოვიდა 350 $ ფარგჰლებში და მას ჰქონდა ასევე "3-way full cross over network" იყო CLARION DXZ777(5) (8) USB. მე მოვახერხე მისი შემდგომი მოდელის შეძენა (788 მოდელის) და მან გამაოცა როგორც ჟღერადობით ასევე შესაძლებლობებით! მასზე თავისუფლად აიწყობოდა 3 დიაპაზონიანი მაღალი კლასის სისტემა EMMA-ს ჩემპიონატისთვის.
ერთი ნაკლი მხოლოდ ის ჰქონდა რომ: მას არ შეეძლო უკომპრესო ფორმატების *(Flac, WAV) დაკვრა USB-დან რაც გასაგებია რომ არ არის კარგი დღევანდელ დღეს!
ამიტომაც ჩემი პირველადი რჩევა ALPINE-ის უფროსობასთან შეხვედრის დროს (მიუნხენში) იყო შეექმნათ ისეთი აპარატი რომელსაც ექნებოდა როგორც მინიმუმ 788 მოდელის პროცესორის შესაძლებლობები, აუდიოფილური ჟღერადობა, და ფლაკის დაკვრის შესაძლებლობა USB-დან! ფასის დიაპაზონი უნდა ყოფილიყო მაქსიმუმ 150 $ ფარგლებში.
2015-ში გამოვიდა ALPINE UTE-92 BT რომელმაც რევოლუცია მოახდინა ინდუსტრიაში და შესაძლებელი გახდა მაღალი კლასის ჟღერადობის სისტემის აწყობა დაბალ ბიუჯეტში. ასევე პიონერსაც აქვს ასეთი ტიპის მოდელი (თუ არ ვცდები 560BT) რომელიც ასევე "შეირარებულია" მთელი არსენალით

და ალპაინის პირდაპირი კონკურენტია. (გემოვნების საკითხია ვის რა მოსწონს, ორივე მაგარია!)
დანარჩენი ბრენდები სიიაფის პოლიტიკის გამო ისევ აგრძელებენ დაბალფასიან სეგმენტში მოდელების გამოშვებას ძალიან კასტრირებული პროცესორებით და მხოლოდ მაღალ კლასის აპარატებზე აკეთებენ კარგ პროცესორებს!
როგორც სჩანს კენვუდმაც შექმნა მაგდაგვარი რამ! თქვენს მიერ შერჩეული აპარატი საკმაოდ შეიარაღებული სჩანს, თუმცა არვიცი რამდენად კარგათ ჟღერს? (არ მომისმენია ჯერ)
This post has been edited by EMMA GEORGIA on 8 Jan 2018, 13:00
მიმაგრებული სურათი
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99