vanotlპირველრიგში მომილოცავს შენაძენი! ბედნიერებაში მოგახმაროს

რაც შეეხება აპარატურას:
ძალიანაც კარგი რომ ჯიბიელის სისტემა არ უყენია. მალე მიხვდებოდი რომ შენი ძველი სისტემა ბევრად უფრო მართებულად უკრავდა და ე.წ "ნეხვატკა" გექნებოდა სულ. ხოლო ჩვეულებრივის გადაკეთება ბევრად უფრო მარტივია და იაფი.
მე როგორც მახსოვს პრიუსის ქარხნული "მაფონი" პიონერის უნდა ჰქონდეს, და აქედან გამომდინარე ჟღერადობაზე პრობლემა არ იქნება! თუმცა, რადგან არ აქვს გამაძლიერებელზე გასასვლელი შტეკერები მოგვიწევს სიგნალის აღება დინამიკების გასასვლელებიდან და ეს ასე თუ ისე დააზიანებს ხმას!
აპარატურის გაყიდვაზე არ ვიცი რა გითხრა. აქ უფრო შენ რისთვის ხარ მზად ამაზე უნდა დავფიქრდეთ!
თუ კმაყოფილი იყავი ძველი სისტემის ჟღერადობით მაშინ ნურაფერს ნუ გაყიდი და ააწყე ახალ მანქანაში იგივე სისტემა! ხოლო თუ შენი სმენა საკმარისად გაირწვთნა იმისთვის რომ მოგთხოვოს მეტი არსებულთან შედარებით მაშინ მოსულა დრო და უნდა დაიწყო ფიქრი
2-3 კლასით უფრო მაღალი დონის სისტემის აწყობაზე!
1)ბას კიტი ალბათ სჯობს მაინც რომ გაყიდო, რადგან შენი სმენა უფრო SQ ზე არის ორიენტებული( როგორც შევატყე) და შენ უფრო გლადენი მოგეწონება და აღარც გამოცვლი მერე 100 წელი

2)შენი გამაძლიერებელი უნიკალური აპარატია და მის გაყიდვას არ გირჩევ! ბოლო ბოლო საბზე გაუშვებ მომავალში.
3) დინამიკები- ძალიან კარგი კომპლექტია თუმცა როგორც საბი შენი სმენა მაინც გლადენს მოიწონებს.
4) მაგნიტოფონი: უნიკალური აპარატია თავის კლასში თუმცა საქართველოში ვერ გაუგეს "მუღამი"
ასეთ თანხაში მას ჟღერადობაში კონკურენტი არ ჰყავს. მპ3 ფლეშკიდან უკრავს ისეთი მკაფიო და "გემრიელი" ჟღერადობით რასაც კონკურენტები ფლაკიდან და ვავიდან ვერ ახერხებენ.
აქვს ასევე ბლუთუსით ჰენდსფრი ფუნქცია ასევე პირდაპირი მუსიკის სტრიმინგი სმარტფონიდან მისი პირდაპირი მართვით! მეტი რა უნდა მოსთხოვო ადამიანმა მაგნიტოფონს ასეთ ფასში? (და მეტშიც)
მოკლედ ისეთი აპარატია რომ 10 წელი იმუშავებს, არ დაკარგავს აქტუალობას, და იგივენაირად გაახარებს მის მფლობელს.
მაგრამ! თუ შენ მზად ხარ მაღალი კლასის სისტემისთვის მაშინ უნდა იფიქრო პროცესორიან მაგნიტოფონზე!
მოიფიქრე რა გინდა და თუ გინდა უკეთესი სისტემა დავგეგმოთ და შევუკვეთოთ.
This post has been edited by EMMA GEORGIA on 11 Feb 2018, 12:07