justfeelსამწუხაროდ ასეთი პრობლემა ძალიან ხშირია შორეულ აღმოსავლეთის "შედევრებზე" და თქვენ არ ხართ პირველი!

ჩემი გამოცდილებით ეს უფრო სოფტის ბრალია ვიდრე შლეიფის თუმცა თუ რუსები წერენ რომ შლეიფი უნდა ინახოს მაშინ ალბათ სჯობს მაქედან დაწყება

ელბაქიძიდან რომ ჩამოდიხართ და მიემარტებით მშრალი ხიდისკენ (მარჯვნივ) არის გალფის ბენზ.გას.სადგური. იქ ნახავთ აბრას ელიტ ავტო თუ რაღაც მაგდაგვარი და იქ უნდა იკითხოთ ზაზა. მაგას შემოჰქონდა დინავინი საქართველოში და ალბათ აქვს გარკვეული გამოცდილება დაგროვილი მათ შეკეთებაში. ისე საკმაოდ კარგი ხელოსანია შეკეთების მხრივ და დაელაპარაკეთ იქნებ რამეთი გიშველოთ.
batata55თუ რეალურად 6X9 ზომაა მაშინ ყველა დინამიკი რომელსაც იგივე ზომა აქვს დადგება უპრობლემოთ

შეიძინეთ რასაც ჩათვლით საუკეთესოდ. (არ იყიდოთ კონტრაფაქტი ოღონდ ! )
რაც შეეხება სისტემის კონფიგურაციას:
საერთოთ მანქანის აუდიო იაფი არ არის თუმცა თუ სწორად დაგეგმავთ ყველფერს თავიდანვე საკმაოდ კარგ ეკონომიასაც გააკეთებთ.
მაგალითად: არ არის საჭირო უკანა კარებებში დინამიკების დაყენება! ნუ გგონიათ რომ რაც უფრო მეტ დინამიკს დააყენებთ მით უკეთესი იქნება!
ასევე ისისც უნდა იცოდეთ რომ თუ გინდათ კარგი ხმის მიღება მანქანაში პირველრიგში წინა დინამიკების შეცვლით უნდა დაიწყოდ და დააყენოთ წინა კარგი კომპონენტური დინამიკები.
კარგი წინა კომპონენტები 4 არხიანი გამაძლიერებელი და უკანა თაროს ოვალური დინამიკები რომელსაც ბასის რეჟიმზე ამუშავებთ მოგცემთ ისეთ ხმას რომელზეც ბევრი გაოჩდება