lasha_mrisxaneდაკარგული ხალხი

1) მაგნიტოფონი:
კლარიონი ბევრად ჯობს სონის როგორც ჟღერადობით ასევე ფუნქციებით. მე სონის არ გირჩევ არცერთ ვარიანტში!
ამ ორივე აპარატის ნაკლია რომ არ უკრავენ უკომპრესო ფორმატებს ფლეშკიდან და მარტო მპ3 უნდა დაკმაყოფილდე.
ქვემოთ მოცემული ორი აპარატი მართლა ძალიან კარგია! მეორე მოდელი არის პირველის გაუმჯობესებული(ახალი) მოდელი და ძალიან ძლიერი აპარატია ყველა ასპეკტში! დიზაინიც ძალიან კლასიკური აქვს და ისეთი რომ ყველა სალონს ძალიან მოუხდება.
ა)
http://support.jvc.com/consumer/product.js...=3&archive=trueეს აპარატი არის ჯივისის შედევრი მოდელი. ერთ დროს დისკაუნტზე მხოლოდ 100$ ღირდა და ჩემი რჩევით ბევრმა ფორუმელმა ჩამოიტანა, და ძალიან კმაყოფილებიც დარჩნენ. როგორც ვიცი არანაირი პრობლემები არ ჰქონიათ ჯერ და ვისაც ეს აპარატი აქვს უბრალოთ შეყვარებულია მასზე

. მონახე აბა ნეტში შეიძლება ნახო იაფად ან ნახმარი და ან რეფარბიშდი.
ბ)
http://support.jvc.com/consumer/product.js...=3&archive=trueეს მოდელი არის პირველის უფრო დახვეწილი ვარიანტი, როგორც დიზაინით ასევე სქემოტექნიკით. თუმცა ამ ორივეს უდგას TI/Burr-Brown 24-bit DAC სიფრულ ანალოგური კონვერტორი და ამ შედევრზე კარგი კიდევ რა უნდა გაეკეთებინათ

2) გამაძლიერებელი:
მე თავის დროზე ძალიან მიყვარდა ქრანჩის პროდუქცია, როცა MB Quart-ის შვილობილი კომპანია იყო და მთავარი ინჟინერი ლეგენდარული ტომას ზაუერი (გემანელი) ჰყავდათ. მერე ეს ყველა ბრენდი ჩინელებმა იყიდეს, და ტომასი დაბრუნდა ამერიკიდან გერმანიაში და დაარსა ახალი ბრენდი GERMAN MAESTRO. ამჟამად რას აწორმოებენ ან სად ვერ გავარკვიე

ხარისხიც კითხვის ქვეშაა ალბათ. ვეჭვობ იმიტომ რომ ძალიან პატარა ზომები აქვს 4X125 ვატისთვის ამ გამაძლიერებელს როცა AB კლასის არის? რაღაც მარკეტინგულ ხრიკს ხომ არ აქვს ადგილი ამ შემთხვევაში. სიმძლავრე ერთ სიხშირეზე ხომ არ არის გაზომილი მხოლოდ (1 Khz), ამ შემთხვევაში გაქაჩავს

3) დინამიკები:
თუ ალპაინი გინდა მაინც და მაინც მაშინ მაგაზე კარგი მოდელი აქვე შეგიძლიეა იყიდო თითქმის იგივე ფასში :
http://www.caraudio.ge/ka/komponenturi-din...e-spg-17cs.html მე მაინც გერმანულებს გირჩევ ხომ იცი არა

ისე გირჩევნია სტენდზე მოუსმინო და შეადარო
utonegaპირველრიგში დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის
ვიბროიზოლაცია არ დაგჭირდებათ რადგან სიმძლავრე დაბალია და არამგონია ჟღრიალი დაიწყოს თუნუქმა.
როცა იყიდით დინამიკებს შეუთანხმდით ხელოსანს და არ იქნება პრობლემა ინსტალაციაზე. თუ იქვე დააყენებთ 3 წელი გარანტიაც იქნება!
მე დღეს ვიქნები მარაზიაში სადღაც 12:00- 13:00 და ალბათ ხვალაც იგივე დროის მონაკვეთში. თუ მოხვალთ მოგასმენინებთ ადგილზე და თქვენთვითონ გადაწყვიტეთ შემდგომში
sandro82მულტისაჭეზე ყველა ვარიანტში ადაპტერი დაგჭირდებათ რომელიც სადღაც 35-50$ ჯდება ამაზონზე.
მე არ გირჩევდით ამ ბრენდს საერთოდ. ეს არის შორეული აღმოსავლეთის "შედევრი" რომელიც არც ჟღერადობით გამოირჩევა და არც გამძლეობით (სოფტის პრობლემები აქვთ დროთა განმავლობაში რასაც მეუბნებიან მფლობელები)
ამის შეძენას გირჩევნიათ ცოტა დაამატოთ და ცნობილი ბრენდის აპარატი იყიდოთ, ან საერთოდ განვადებით შეიძინოთ მართლა კარგი აპარატი!