KDIარ აქვს ასეთი აპარატი დღევანდელ დღეს წარმოებაში ალპაინს, ხოლო ხვალ რა იქნება ჯერ არ ვიცი

მე უბრალოთ ვერ ვგებულობ რა საჭიროა ეს ფერადი ეკრანები საერთოდ.?

არ მითხრათ ეხლა რომ ლამაზია
ეკრანის მთავარი ფუნქციაა რომ იყოს სწრაფად აღქმადი და მზისგან არ ხდებოდეს მისი ჩაბნელება მოძრაობისას. ასევე რომ გამოიყურებოდეს მანქანის ქარხნული ეკრანების სტილში რომ ვიზუალური სხვაობა არ იყოს. ფერად ეკრანს მაშინვე ეტყობა რომ მანქანაში უცხო სხეულია და უმეტესობა ასეთი ეკრანი მზიან დღეს მანქანაში სწრაფად არ იკითხება. ანუ მთლად უსაფრთხო არ არის
zurabichi1986გპასუხობ კითხვებზე:
1) ეს შენ უნდა გადაწყვიტო უშუალო მათი შედარებით მაღაზიაში სტენდთან. გემოვნება ყველას სხვა და სხვა აქვს! მე ამასაც დავამატები განხილვაში:
http://www.caraudio.ge/ka/in-stock/91-alpine-s-s65c.html2) გამოდგება თუ სწორად დაარეგულირებ სიმძლავრის რეგულატორებს გამაძლიერებელზე რომ დინამიკები არ დაიწვას ჭარბი სიმძლავრით.
3) ქვემოთ გიპასუხებ:
4) თუ იყიდი პირველ კითხვაში მოცემულ დინამიკებს მათ მოყვებათ თავის კროსოვერები და არაფერი დამატებით არ არის საჭირო.
ყველასრაც შეეხება კროსოვერებს. მემგონი საჭიროა მარტივად ავხსნა რომ ყველამ გაიგოს რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის კროსოვერებს:

კროსოვერი ნიშნავს ფილტრს რომელიც ატარებს გარკვეულ აუდიო სიხშირის სიგნალის სპექტრს ხოლო დანარჩენს ჭრის/ბლოკავს და არ უშვებს დინამიკზე.
რატომ? იმიტომ რომ ყველა დინამიკი მუშაობს მისი ტიპიდან გამომდინარე გარკვეულ სიხშირული დიაპაზონის მონაკვეთში და ამ მონაკვეთიდან განსხვავებული მიწოდებული მეტი ან ნაკლები სიხშირე აზიანებს დინამიკის ხმას, ან შეიძლება გახდეს დინამიკის დაწვის მიზეზი.
კროსოვერები არის სამი ძირითადი ტიპის:
1) დაბალი სიხშირის გამტარი ფილტრი: LPF
ესეთი ტიპის ფილტრები ატარებენ სიხშირულ სპექტრს გარკვეულ სიხშირემდე, ხოლო დანარჩენს ჭრიან. მაგ: LPF 200 ჰერცზე ნიშნავს რომ ეს ფილტრი გაატარებს 200 ჰერცამდე ყველაფერს ხოლო დანარჩენს არა
2) მაღალი სიხშირის გამტარი ფილტრი: HPF
ესეთი ტიპის ფილტრები ჭრიან სიხშირულ სპექტრს გარკვეულ სიხშირემდე, ხოლო დაანარჩენს კიდევ ატარებენ. მაგ: HPF 200 ჰერცზე ნიშნავს რომ ეს ფილტრი მოჭრის 200 ჰერცამდე არსებულ ყველა სიხშირეს ხოლო დანარჩენს ჩვეულებრივათ გაატარებს.
3) გარკვეული სიხშირული დიაპაზონის გამტარი ფილტრი: Bandpass
ეს ფილტრები არის ფაქტიურად ორი ფილტრი LPF HPF ერთ კორპუსში. ამ ფილტრებს ასევე ეძახიან დიაპაზონურ ფილტრებს, რაც ნიშნავს რომ ეს ფილტრი ჭრის რაღაც სიხშირემდე ქვევით და ღაღაც სიხშირეზე ზევით არსებულ სიხშირულ დიაპაზონს და ატარებს მხოლოდ დიაპაზონის გარკვეულ მონაკვეთს. მაგ: 200-1000 ჰერცამდე ბანპას ფილტრი გაატარებს ყველაფერს 200 ჰერცზე ზევით და 1000-ზე ქვევით ხოლო დანარჩენს მოჭრის.
ადამიანს ესმის საშუალოდ 20 - 20 000 ჰერცამდე ხმის დიაპაზონი. ბუნებაში ჯერ არ არსებობს დინამიკი(ჩემი ინფორმაციით) რომელიც ამ ყველა სიხშირეს ერთნაირად კარგათ დაუკრავს. რომ მოხდეს ამ მთელლი ხმის დიაპაზონის სწორად გადმოცემა საჭიროა დაიყოს მინიმუმ 3 დიაპაზონათ მთელი სპექტრი და თითო დიაპაზონს თავისი დინამიკი მიებაროს ჯაფის გასაწევათ

ამიტომაც ვყოფთ ძირითადათ შემდეგნაირად:
1) ბასი : 20-60 Hz
2) მიდბასი: 60-2500 Hz
3) ტვიტერი: 2500-20 000 Hz
და ვღებულობთ მშვენიერ ჟღერადობას და დეტალების გადმოცემას სმენისას. შეიძლება ასევე ჩავამატოთ საშუალო დიაპაზონის დინამიკი 400-3000 Hz დიაპაზონში რათა მიდბას და ტვიტერს სამუშაოს გამოკლებით მეტი კონცეტრირება მივცეთ იმ დიაპაზონებზე რაც დარჩათ შესასრულებელი, თუმცა ეს უკვე ძალიან ძვირი აუდიო-სისტემებია, რომლის აწყობის სირთულეს და ფასს ბევრი ვერ გაწვდება

ასევე მინდა დავამატო რომ კროსოვერები შეიძლება იყოს როგორც პასიური ასევე აქტიური:
პასიური კროსოვერები იწყობა ე.წ პასიური ელემნტებით და ძირითადათ ფაქტიურად უცვლელია პარამეტრებში: წინაღობა, კოჭა, კონდესატორი
პასიური კროსოვერი ჰყოფს აუდიოსიგნალს ხმის გამაზლიერებლის შემდეგ სანამ დინამიკებზე მივა და ყველა დინამიკს აწვდის საჭირო დიაპაზონს.
აქტიური კროსოვერი იწყობა აქტიური ელემენტებით: ტრანზისტორები მიკროსქემები და ა.შ და აქვს ფართო რეგულირების საშუალება
აქტიური კროსოვერები არის ან მაგნიტოფონების და ან ხმის პროცესორების შემადგენლობაში და აუდიო სიგნალს იქამდე ფილტრავს სანამ იგი შევა ხმის გამაძლიერებელში. აქედან გამომდინარე გამაძლიერებლიდან გამოსული სიგნალი უკვე მზად არის რომ საჭირო დინამიკზე წავიდეს. პლიუსები ბევრია ასეთ შემთხვევაში, მინუსი კიდევ ის რომ ყველა დინამიკს გამაძლიერებლის ერთი არხი სჭირდება რაც აძვირებს აუდიოპროექტის ფასს.
თუმცა თუ კარგი ხმა გინდა ადამიანს აქტიური კროსოვერები აუცილებელი რამ არის
This post has been edited by EMMA GEORGIA on 4 Feb 2019, 17:29