zurabichi1986http://www.caraudio.ge/ka/produqcia/175-ac...tiskrip-6-.html - ალბათ ამას გულისხმობდი ხომ? შენი ლინკი რაღაც არ გაიხსნა?
ეს მაგარი რამეა

ეს რომ ადრე ჰქონოდათ ვაზ-2109 მფლობელებს ბედნიერები იქნებოდენ

ოზოლენტასავით დახვევული (ერთიმხრიდან წებოვანი) ქეჩაა რომელიც უნდა დააკრო სალონის დეტალების ურთიერთ შეხების ადგილებში. საერთოდ აქრობს სალონის ჭრიჭინს!
მაგალითად თუ მანქანაზე ჭრაჭუნობს კარების "აბივკები" პირზე დააკრობ და მორჩა! სრული სიჩუმე სალონში.
თუ კარგათ გააკეთებ არც ეტყობა თუ რამეა საერთოდ ჭრილში

რაც შეეხება ვიბროიზოლაციას:
ყველაფერია საიტზე, და არ გიხსნის თუ რახდება? ყველაფერი ჩამოვიდა, და ასევე კაპოტში ასაკრობი მასალაც რომელსაც მთელი თბილისი ელოდა მგონი

ვიბროიზოლაციის მთავარი 3 პარამეტრია:
1) მეტალის საფარის სისქე. კარგია როცა არის 1-15 მმ, არანაკლები და არა მეტი!
2) წებოვნება. მთავარი პარამეტრია რომ დროთა განმავლობაში წებომ არ დაკარგოს თავისი ფუნქცია და მასალა არ აძვრეს. ნუ ამ მასალების შემთხვევაში შეგიძლია წყნარად იყო, იაფია თუ ძვირია ყველა კარგია, თუმცა XTreme მოდელს აქვს ნანოტექნოლოგიებით დამზადებული წებო და ვერ ააძდრობ რომც გინდოდეს

დანარჩენ მასალებში გამოყენებულია გერმანული Henkel-ი და ამერიკული 3M
3) ბუტილის კომპაუნდის შემადგენლობა:
ამ ნაზავზეა დამოკიდებული რამდენად კარგათ მოხდება ვიბრაციული ტალღების დახშობა. რაც უფრო მეტი კაუჩუკია მასალაში მით უფრო მჩატეა და ამავდროულად მეტი დახშობის უნარი აქვს! თუმცა კაუჩუკი ძალიან ძვირი რამეა და ეს აძვირებს ფასს.
მაგალითად:
Acoustics- XTreme 2mm დახსობის კოიფიციენტი არის იგივე რაც Acoustics-Profy 3mm დახშობის კოიფიციენტი იმ დროს როცა წონით ბევრად ნაკლებია. რატომ? იმიტომ რომ კომპაუნდი თითქმის მთლიანად კაუჩუკია. ფასიც შესაბამისად "ვახ კაცო" აქვს

Acoustics-Profy 1.8 mm არის მშვენიერი მასალა რომ გააკეთო კარგი მანქანის იზოლირება. მე თუ მენდობი არ არის მეტი საჭირო. ევროპაში გადის ყველა ეს მასალა და ევროპაში უკვე პირველები ფასი/ხარისხის შედარებაში და ევროპა უკვე უკრაინელებზე გადადის და რუსულ მასალებს ნელნელა იშორებენ (რამდენადაც ერთმა გერმანელმა მომიყვა) აზიაში უკრაინელებმა სულ ჩაუგდეს რუსებს ბაზარი და პირველები არიან

მოკლედ რომ ვთქვატ თუ სწორად გააკეთებ ყველა კარგათ იმუშავებს მრავალი წელი