astraxaniცუდი აპარატი ნამდვილად არ არის, თუმცა თქვენ მოთხოვნებს გააჩნია რას სთხოვთ მას და რას ელით? თუ გინდათ კარგი ჟღერადობა მაშინ ან ალპაინის და ან პიონერის წარმოების ხაზში უნდა ეძებოთ რამე აპარატი, ხოლო ფუნქციები თუ გინდათ აქ სონის ალბათ ბადალი არც ჰყავს

სონი ცუდათ არ ჟღერს თუმცა თქვენს არსებულ სისტემაზე თუ შეაერთებთ ალპაინს ან პიონერს და თქვენივე ტრეკებს გაუშვებთ მოსასმენათ მიხვდებით რომ მუსიკამ უფრო ღრმა დეტალიზაცია/სიღრმე და დეტალების უკეთ გადმოცემა მიიღო ვიდრე ეს სონიზე გესმოდათ.

აი მერე ალპაინი იქნება თქვენთვის უფრო მისაღები თუ პიონერი ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რადგან ორივე ძალიან კარგია ჟღერადობით მაგრამ ორივეს აქვს თავისი გადმოცემის თავისებურებანი.
ასევე ის ფაქტი რომ თქვენს სონის არ აქვს უკომპრესო ფაილების კითხვის საშუალება ფლეშკიდან ესეც ძალიან ცუდია ფაქტია დღევანდელ დღეს. დივიდი აუდიოს წერა დისკებზე ცოტა არ იყოს დამღლელია ჩემი აზრით, თუმცა სულ არ ჰქონას სჯობს
J4st5ბოლომდე ვერ გავიგე რა დაწერეთ?
პრადოზე გინდათ აუდიოსისტემის მონტაჟი როგორც მივხვდი და გაინტერესებთ ფასი თუმცა დანარჩენი გაუგებარია ჩემთვის

რომელი წლის პრადოა, და ან რა აუდიო სისტემა უყენია ქარხნულად შეგიძლიათ რომ დაწეროთ? ან სურათები გადაუღეთ და დადეთ აქ თემაში. ასევე დაწერეთ როგორი ხმის მიღება გინდათ და რა სტილის მუსიკას უსმენთ