zibonzuzezu1) გამაძლიერებლის და დინამიკების შერჩევა:
მე საერთოდ ვთვლი რომ იდეალურ შემთხვევაში გამაძლიერებლის სიმძლავრე უნდა აღემატებოდეს დინამიკების სიმძლავრეს 15-25 %. თუმცა როცა ადამიანს აქვს მაგალითად 50 ვატიანი გამაძლიერებელი(არხზე) და 70 ვატიანი დინამიკები
ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი გამობა მათი ურთიერთ მუშაობით

უბრალოდ გამაძლიერებლის სიმძლავრის რეგულატორი ე.წ "გეინი" უნდა დააყენოთ გაძლიერების 75-80 % და შეეგუოთ იმ სიმძლავრეს რაც ამ სცენარით დადგება.
წარმოიდგინეთ რომ დინამიკი არის მანქანის ძარა ხოლო გამაძლიერებელი მანქანის ძრავი. დავუშვათ რომ ამ ძარისთვის საკმარისი 2.0 მოცულობის ძრავი რომ მანქანას ჰქონდეს კარგი დინამიკა. თუ ჩააყენებთ 3.0 ძრავს მანქანა იფრენს მაგრამ 80% ტყუილად დაიწვება ბენზინი ქალაქის საცობებში. ხოლო თუ ჩავაყენებთ 1.6 ძრავს მანქანა ისევე მშვენივრად იმოძრავებს დაბალ სიჩქარეებზე როგორც 2.0 თუმცა დინამიკა ვერ ექნება დიდად სახარბიელო, თუმცა ბევრისთვის სრულად მისაღები და საკმარისი.
2)ინსტალაცია:
მშვენიერი. თუ დაგჭირდებათ თეორიული დახმარება არ მოგერიდოთ

3) გრაუნდზეროს დინამიკები:
ეგ სერია უფრო "ესპელშიკების" არჩევანია! ალუმინის მიდბასის დიფუზორები და ტიტანის ტვიტერები უბრალოდ შექმნილია სიმძლავრისთვის. თუმცა ესქიუშიც გარკვეულ დონემდე მშვენივრად გამოდგება

საკმაოდ დაბალანსებულად ჟღერენ.
სხვათა შორის 120 ვატი არის კომპლექტის სიმძლავრე და არა თითო დინამიკის. ანუ ცალი მხარე არის 60 ვატი და თქვენი გამაძლიერებელი მშვენივრად გაქაჩავს