[QUOTE]
honda civic-ში (სედანი) მინდა კარგი ხარისხის აუდიო სისტემის დამონტაჟება (რესივერი, დინამიკები, გამაძლიერებელი, პროცესორი თუ საჭიროება მოითხოვს) მინიმალური დანახარჯებით, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. ვერ მეტყვით სად შეიძლება ორიგინალი რესივერის (1DIN) შეძენა და კონკრეტულად რომელ მოდელს მირჩევდით (ნახმარ აპარატურის შეძენაზეც თანახმა ვარ).
1. 1997 წლის გამოშვება, ევროპული მოდელი (დროებით მინდა ამ მანქანაში დამონტაჟება);
2. კონკრეტულად რომელიმე ჟანრი არ მაქვს არჩეული, განწყობის მიხედვით ვუსმენ, როკი, რეპი, ელ. მუსიკა;
3. ტექნიკურ საკითხებში ნაკლებად ვერკვევი. სტანდარტულად ოთხი დინამიკი აყენია მანქანაში და როგორც უკეთესი იქნება ძლიერი და სუფთა ხმის მისაღებად ისე გავაკეთოთ;
4. სურვილი მაქვს ხმამაღალიც იყოს და ამავე დროს კარგადაც ჟღერდეს;
5. არ გადამიწყვეტია, რატომღაც მგონია რომ პროცესორის არსებობის შემთხვევაში უფრო კარგი ხმის მიღება არის შესაძლებელი;
6. როგორც მოგახსენეთ ტექნიკურ საკითხებში ვერ ვერკვევი და არ ვიცი რა მეთოდით უნდა დამონტაჟდეს, ისე კი მონტაჟის სურვილი მაქვს;
7. აპარატურა არ მაქვს შეძენილი, თქვენ რჩევას ველოდები.
კარგი სისტემის აწყობა ახალი აპარატურით ძვირი დაჯდება და იქნებ მირჩიოთ კონკრეტული აპარატურის მოდელები რომლის ყიდვაც შეიძლება ადგილობრივ ბაზარზე.
გმადლობთ.
[/QUOTE][/QUOTE][/QUOTE]
ძალიან კარგი!

ძველ დინამიკების ყიდვას კატეგორიულად არ გირჩევთ! დინამიკი არის ძალიან სათუთი მოწყობილობა, და რომ ვიცი როგორ ეპყრობიან მას გამყიდვლები და ასევე ყველა დაინტერესებული მყიდველი რომელიც პირველრიგში ხელის დაჭერით სინჯავს დინამიკს/საბვუფერს და სად უყრიათ კიდევ ეს კიდევ მეორე საკითხია, ალბათ დამეთანხმებით თქვენც რომ არ ღირს გარისკვა

აი გამაძლიერებელი და გაყვანილობა შეგიძლიათ შეიძინოთ ნახმარი, თუმცა აქაც თავის ნიუანსებია. მაგალითად გამაძლიერებლის კონდესატორები დროთა განმავლობაში შრება და საჭიროებს გამოცვლას. გამაზლიერებელი უკვე ვეღარ მუშაობს სრული დატვირთვით და ვერ ასრულებს ყველა პარამეტრს! ჩემი გამოცდილებით და დღევანდელ ნახმარ გამაძლიერებლის ფასებს რომ ვაკვირდები, ალბათ მაინც აჯობებს ახლის ყიდვა, თუმცა შეიძლება გაგიმართლოდ და და კარგი გამაძლიერებელი შეიძინოთ იაფად! მონახეთ რამდენიმე ვარიანტი და მე გირჩევთ რომელი აჯობებს.
პროცესორი არის კარგი ძვირ სისტემაში, ხოლო იაფიანში შეიძლება მაგნიტოფონის პროცესორითაც გამოხვიდეთ იოლად

მე გავაკეთებდი თქვენს სისტემას შემდეგნაირად:
1) წინა დინამიკები თქვენი ბიუჯეტიდან გამომდინარე აარჩიეთ. ყველაზე ძვირიანი GLADEN-ი 2-გზის ევროპის ჩემპიონია:
http://www.caraudio.ge/ka/komponenturi-din...gztc-165tx.htmlhttp://www.caraudio.ge/ka/komponenturi-din...e-spg-17cs.htmlhttp://www.caraudio.ge/ka/komponenturi-din...laden-m165.htmlhttp://www.caraudio.ge/ka/komponenturi-din...en-sqx-165.html2) გამაძლიერებელი:
http://www.caraudio.ge/ka/4-arxiani-gamazl...ta-4125x-b.html3) Free-Air საბ-დინამიკები ან საბ-ვუფერი. სედანს სჭირდება ფრი აირ სისტემის საბფუფერი რომ იყოს კარგი და ძლიერი ბასი. ყველაზე მარტივი ინსტალაციისთვის GLADEN-ის ბას დინამიკები რომელიც სპეციალურად არის შექმნილი უკანა თაროზე დასაყენებლათ. ძალიან კარგ რეზულტატს იძლევა და ბევრი აყენებს მათ ჩემი რჩევით და უკმაყოფილო ჯერ არავინ მინახია

. აღარ დარჩა საწყობში, თუმცა 2-3 კვირაში იქნება. 2 ცალის ფასი არის სულ რაღაც 100$. მალე იქნება საიტზე, თუმცა ჯერჯერობით აქ ნახეთ:
http://www.ahifi.cz/subwoofer-gladen-m-line-08-free-air.htmlმეორე ვარიანტია უკვე სერიოზული 12 ინჩიანი საბის დაყენება!
https://www.ars24.com/subwoofer/gladen/8488...-rs-12-free-airhttp://www.gladen.com/GladenWooferPDFs/RS12FA.pdfაი ამ შემთხვევაში გაცილებით უფრო დაბალ ბასს მიიღებთ, თუმცა საინსტალაციოთ ბევრად ძნელია/ძვირი. თვითონ დინამიკის ფასი სადღაც 145-150$ ფარგლებში მერყეობს.
4) პროცესორიანი აუდიორესივერი:
http://www.alpine.co.uk/p/Products/bluetoo...-usb8/cde-195bt * * *
dzveloგაიხარე. თუ რამეა არ მოგერიდოს რჩევა
ramazdaviOK
* * *
lasha_mrisxaneკოტე საკმაოდ ჭკვიანი ხელოსანია და ალბათ უპრობლემოთ აღმოაჩენს ჭრაჭუნის ხმის წყაროს. დაელაპარაკე მაინც, თუ დაშლის კარებს დინამიკებისთვის იქნებ ესეც გააკეთოს, და რატომ უნდა გადაიხადო ორმაგი?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 19 Aug 2015, 10:48
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99