Kr1T1kos1მეც იგივე მანქანა მყავს და ყველაფერი გავიარე უკვე ფიქრებში რაც აუდიოს შეეხება


მოკლედ ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე რომ ზუსტად აუდიოს გამო მომიწევს ამ მანქანის გაყიდვა და რამე ისეთის ყიდვა რისი გადაკეთებაც არ დამენანება.
ჩემი მანქანა არის ექსკკუზივი პაკეტი, სუპერ-ოპციებით. ორ ფაქტურიანი უძვირესი ნაპას ტყავი, და ორ ტონიანი შავი სალონის შეფერილობა! როგორ უნდა აწიო კაცმა ასეთ სილამაზეზე ხელი?

არადა თუ გინდა EMMA -ს ჩემპიონატში მოიგო ადამიანმა და საქართველო ასახელო, მაშინ სერიოზულად უნდა მოამზადო მანქანა, მე კიდევ მენანება ხელის დადება. მირჩევნია ვინმე კოლექციონერი ვნახო ვინც ჩემზე უკეთ მოუვლის.
1) ეხლა რაც შეეხება აუდიოს E39ში.
გამოდის თუმცა ხარისხი პირდაპირ პროპორციულია თუ რამდენად გადააკეთებ სალონს. მშვენიერი გამოდის 13 -იანი დინამიკებით და 10 ინჩიანი საბით, თუმცა რა პროცესორიც არ უნდა დააყენო ბასის ლოკალიზაციას მაინც გრძნობს ყური ხოლო ეს ეს არ არის სწორი აუდიოში. ანუ ამ კონფიგურაციით ჩემპიონატს ვივიწყებთ თუმცა ხმა საკმაოდ კარგი გამოდის

თუ დააყენებთ 16-დინამიკებს წინა კარებებში მაშინ წინა კარების საფარს უწევს გადაკეთება. ძალიან ლამაზად კი აკეთებს ამას დიმა, თუმცა აუთენტურობას კარგავს სალონი!
რაც შეეხება მაგნიტოფონს: მე მოვიფიქრე როგორ გადაკეთდეს ყველაფერი ისე რომ ძალიან ლამაზ და ქარხნულ სტილში იყოს თუმცა აუთენტურობას დაკარგავს და მე ჩემ მანქანაზე გადავიფიქრე ამის გაკეთება.
საქმე იმაშია რომ 16:9 მონიტორი ისევე როგორც ჩვეულებრივი მაგნიტოფონი გაერთიანებულია მანქანის ბორტკომპიუტერის მართვაზე და მათი მოხსნის დროს საათსაც ვერ გაასწორებ რომ არაფერი ვთქვათ სხვა ბევრ პარამეტრის შეყვანაზე რაც გამოსადეგარია.
ამიტომაც ვთვლი რომ აქ სერიოზული მიდგომა არის საჭირო

მინიმალური თანხა ალბათ 1500 დოლარი მაინც უნდა იიანგარიშოდ აპარატურიანად და ხელობიანდა რომ ყველაფერი კარგათ გამოგივიდეთ.
იქნება ქარხნული სტილის სალონი თუმცა არა აუთენტური.
დიმას შეუძლია ამ ყველაფრის გაკეთება და მე ავუხსნი როგორ და რანაირად იმოქმედოს, თუმცა პატარა თანხა არ გამოდის და რამდენად გიღირთ ეს ყველაფერი თქვენ გადაწყვიტეთ

2) თქვენი გამაძლიერებელი გამოგადგებათ საბისთვის
Ras_al_Ghulკარგ აპარატს სადღაც 1000 ლარი უნდა მაინც, თქვე სხვა ბიუჯეტი გეწერათ.
თუ მარტო უკანა ხედვის კამერისთვის ყიდულობთ 2 დინიან აპარატს მაშინ სჯობს იყიდოთ 1 დინიანი კარგი მაგნიტოფონი და ჩინური მონიტორიანი სარკე. 40-50 დოლარად იბეიზე მთელი კომპლექტი იყიდება, ანუ სარკე თავის მონიტორით. და კამერით. ცოტას თუ დაამატებთ ვიდეორეგისტრატორიანი სარკეც მოგივათ

მშვენივრად მუშაობს
აკრიფედ იბეიზე:
Rear view mirror back up monitor და ეგ არის
This post has been edited by EMMA GEORGIA on 4 Dec 2019, 12:14