touchესე ერთიანი პასუხი არ არის. ვიღაც შეიძლება ვერ ერკვეოდეს, ნახოს (დაამუღამოს) განსხვავება და ვერც კი მოუსმინოს უპროცესოროდ სისტემას. სხვისათვის შეიძლება საერთოდ არაფერს ნიშნავდეს, ფონად უნდოდეს რადიო მანქანაში და არ ადარდებდეს იმის იქით არაფერი. ან ამათ შორის ნებისმიერი ვარიანტი
პროცესორი გვაძლევს საშუალებას რომ მუსიკალური სცენა განლაგდეს ტორპედოზე და ისე ისმოდეს მუსიკა როგორც ეს იყო სტერეო ჩანაწერის გაკეთების დროს ჩაფიქრებული. ასევე აქტიური ქროსოვერი, რომელის საშუალებითაც პროცესორი ახდენს მუსიკის მთლიანი სპექტრის სიხშირეებად დაყოფას ისე, რომ თითოეულ დინამიკს მიაწოდოს ის დიაპაზონი რომლისთვისაც ის არის გათვლილი. მაგ. ტვიტერზე მაღალი სიხშირე, საბვუფერზე დაბალი და ა.შ
ელახ რაც შეეხება თქვენს სისტემას, თუ კლარიონის შესაძლებლობები სრულად იყო გამოყენებული, იმგვარად იქნება გაყვანილობა და დანარჩენი კომპონენტები დაკომპლექტებული, რომ ადგე და დააყენო სხვა ნაკლები შესაძლებლობების მქონე მაგნიტოფონი რაღაცეების გადაკეთების გარეშე არ გამოვა. შეიძლება დარჩეს რომელიმე დინამიკი ჰაერში

ესე კიდე არ გამოვა მოსმენა, თუნდაც არ გქონდეს დიდი მოთხოვნები.
ამ მიზეზების გამო ვთვლი რომ ჯობია დაელოდოთ ვიქტორს, თუ ახსოვს სისტემა მარტივად გაირკვევა აქვე ყველაფერი.