Golf3Syncroვერ მოგსვლიათ კარგი რამ!
მანქანებში აუდიო სისტემები განსხვავდება როგორც წლებით ასევე აუდიოსისტემის მოდელით. თქვენსას ალბათ ბეიკერის სისტემა ექნება, მაგრამ ისინიც განსხვავდება ე.წ "ნავაროტკით"
სხვა ბრენდის გამაძლიერებელი არ წავა მერსედესზე ტყუილად ნუ იწვალებთ. ისევ მერსედესის უნდა იყიდოთ მაგრამ იგივე "part number"-ით რომელიც ქარხნულად ეყენა თქვენს მანქანას. იგივე გამაძლიერებელი შეიძლება ჰქონდეს სხვა ყველა კლასის მერსედეს გააჩნია აუდიო კომპლექტაციას.
ამის გაგება ძნელია თუმცა შესაძლებელი. მერსედესის ცენტრში შეგიძლიათ მიხვიდეთ და უთხრათ რომ შეკვეთა გინდათ და ვინნომერით მონახავენ. მაგრამ შეიძლება არ მოგცენ ეს ინფორმაცია და თქვენზეა დამოკიდებული როგორ გამოსტყუებთ

ან კიდევ რუსულ ფორუმებზე უნდა მოძებნოთ. რუსები დაგეხმარებიან ვინ ნომრით მოძებნაში.
თქვენი მაგნიტოფონი ვერ ელაპარაკება თქვენს ახალ გამაძლიერებელს გასარკვევ ენაზე. ანუ მარტივად რომ აგიხსნად ერთი ინგლისურად ლაპარაკობს მეორე გერმანულად. რაღაც საერთო სიტყვები ესმით მაგრამ ბოლომდე ვერ აღიქვამენ წინადადებას, და ვერ ხვდებიან რისი თქმა უნდოდა ერთს მეორისთვის. ზუსტად ამიტომაც ხდება ხმის დაგვიანება და სხვა და სხვა ფუნქციები არ მუშაობს. ეს არის ციფრული პროტოკოლის სხვაობა რომელიც ოპტიკით გადაიცემა მაგნიტოფონიდან გამაძლიერებელზე. ისე ნახეთ მაინც შეიძლება ოპტიკური შნური (სტაფილოსფერი კაბელი) არ არის შეერთებული, სწორად ან საერთოდ გადატეხილია. ოპტიკის მოღუნვა არ შეიძლება წესით, ზიანდება და გარდატეხვებით გადასცემს შუქს, რასაც მეორე მხარე სწორად ვერ აღიქვავს.
somnambuliმეტრა საერთოდ კარგი ფირმაა. ბევრჯერ გამომიყენებია მაგათი დივაისები სხვადასხვა დანიშნულებით. შენს მიერ მოწონებული დივაისზე ვერაფერს გეტყვი, რადგან არასდროს არ მომისმენია მისი ნამუშევარი

ალბათ ცუდი არ იქნება!
ნუ GLADEN-ზე აბა რა უნდა გითხრა? ამ ფირმას აქვს მხოლოდ კარგი, უკეთესი და საუკეთესო
Andy_Kaufmanარაფრის
e36m3GROUND ZERO GZIC GZIF 6503X ძალიან კარგი დინამიკებია თავის ფასისთვის! საკმაოდ ბასიც აქვს და მაღალ დიაპაზონშიც დაბალანსებული გერმანული ხმა აქვს.
მაგრამ ეს დინამიკები ბევრად კარგათ მუშაობს გამაძლიერებელზე. ძლიერი აკუსტიკაა და მაგნიტოფონები ვერ ერევიან კარგათ.
იგივე პრობლემა აქვს თქვენს ბოუზებს. თუ გამაძლიერებელზე არ შეაერთეთ მაგნიტოფონი მათ ვერ ერევა და იმიტომაც აქვს ცუდი ხმა.
თუ მაგნიტოფონზე გინდათ შეერთება გირჩევთ ალპაინების ყუდვას ოღონდ მხოლოდ SXE სერიის. SXE-1750, SXE1725. SXE-1350, SXE1325, SXE6925
ეს აკუსტიკა ალპაინმა სპეციალურად მაგნიტოფონზე სამუშაოდ შეჰქმნა, და მათ ამ ნომინაციაში კონკურენტი არ ჰყავთ.
GROUND ZERO GZIC GZIF 6503X- აჯობებს SXE სერიას ბასით ოღონდ მხოლოდ დაბალ ხმაზე. დიდ ხმაზე მაგნიტოფონის გამაძლიერებელი უბრალოთ ვერ მოერევა GROUND ZERO-ს და ალპაინები აჯობებს ამ აკუსტიკას ბევრად დიდ ხმაზე.
აი გამაძლიერებელზე კიდევ პირიქით, გერმანელი მოიგებს ყველა ნომინაციაში.

ნუ გერმანელია და რა ჰქნას
vanotlაქ გასაყიდ განცხადებებს ნუ დებთ! ეს არ არის ყუდვა-გაყიდვის თემა, და განსაკუთრებით მანქანებისთვის! ამისთვის არსებობს სხვა განყოფილება ფორუმზე და უამრავი სხვა საიტი!
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Sep 2015, 15:22
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)