e36m3ავხსნათ როგორც მაგნიტოფონის გამაძლიერებელი ასევე დინამიკის მოწყობილობა:
მაგნიტოფონის გამაძლიერებელი:
ჯერ არ გამოსულა მაგნიტოფონი რომლის გამაძლიერებელი რეალურად 20 ვატზე მეტს იძლევა არხზე ანუ ჟამში ოთხივეზე 80 ვატს!!!!! არც გამოვა ალბათ რადგან დიდ სიმძლავრის გაცემას მოჰყვება დიდი სითბოს გამოყოფა რომელსაც უტილიზაცია სჭირდება. მანქანის ტორპედოში ეს ფაქტიურად გამორიცხულია, და ეს მომენტი ძალიან ბოჭავს ინჟინრებს, თურემ მოახერხებდნენ და ჩატევდნენ ძლიერ გამაძლიერებელს მაგნიტოფონში.
ასევე დიდ სიმძლავრეს სჭირდება დიდი დენის გამტარიც რომ გამაძლიერებელმა სათანადო კვება მიიღოს. მანქანის ქარხნული გაყვანილობა რომელიც მაქსიმუმ 10 ამპერზეა გათვლილი ამას ვერ მოერევა, და მაგნიტოფონს დასჭირდება სქელი კაბელებით დამატებითათ დენის შეყვანა ტორპედოში, რაც ბევრ მანქანაში უბრალოდ შეუძლებელია
აუდირესივერებს (მაგნიტოფონებს) რომ აწერიათ 4X50 ან მეტი ვატი, ეს არის მარკეტოლოგების ხრიკები. ეს რის პიკური სიმძლავრე რომელსაც მაგნიტოფონის გამაძლიერებელი მოგცემთ 1 წამის განმავლობაში 1 კილოჰერც სიხშირეზე და არ გადაიწვება ან არ ექნება ხმის დაზიანება. ეს არის უმეტესობა ქვეყნების კანონმდებლობით გათვალისწინებული სატესტო პროცედურა რომელსაც იყენებენ მარკეტოლოგები სათავისოთ.
რეალობაში როცა მაგნიტოფონი მთელს ხმის დიაპაზონს უკრავს და ბოლომდე არის აწეული ხმა, მისი გამაძლიერებელი მაქსიმუმ 15-18 ვატს იძლევა არხზე!

ხალხში არის გავრცელებული მცდარი მიდგომა: როცა დინამიკები ხრიალებს ეს არის დინამიკების ბრალი სისუსტის ბრალი!!!
რეალობაში საქმე პირიქით არის და ეს დინამიკების სისუსტის ბრალი კი არ არის, არამედ მაგნიტოფონის ხმის გამაძლიერებელ მოდულის.
საქმე იმაშია რომ როცა დინამიკს ვეღარ ერევა მაგნიტოფონი ხმის გამაძლირებელის მოდული იწყებსხმის დაზიანებას და ეს ხშირად იწვევს დინამიკის დაწვას.
ანუ დინამიკი იმიტომ კი არ იწვება რომ მაგნიტოფონი არის ძალიან ძლიერი, არამედ პირიქით რომ მაგნიტოფონი არ არის საკმარისად ძლიერი.
ამიტომაც რაც უფრო მგრძნობიარეა და დაბალ ვატიანია დინამიკები მით უფრო მეტი და კარგი ხმა გექნებათ მანქანაში როცა დინამიკები არის შეერთებული პირდაპირ მაგნიტოფონზე. გინდათ მეტი და უკეთესი ხმა, მაშინ უნდა იყიდოთ გარე ხმის გამაძლიერებელი

დინამიკის მოწყობილობა:
დაბლა სურათზე ნაჩვენებია დინამიკის მოწყობილობა. ყველა დინამიკი არ აქვს მნიშვნელობა საბია, მიდბასი, მიდრენჯი, თუ ტვიტერი მუშაობს ამ პრინციპით, თუმცა შეიძლება განსხვავდებოდეც ფორმები და მასალები.
დინამიკი არის ე.წ გრძივი ძრავი რომელიც ასრულებს მოძრაობას მასზე მიწოდებული ცვლადი დენის სიდიდის და მისი სიხშირის და ამპლიტუდიდან გამომდინარე.
პირველიდან მეექვსე პოზიციამდე არის დინამიკის მოძრავი ნაწილები ე.წ მოძრავი სისტემა. 7-8 მაგნიტი და კალათა უძრავია.
რაც უფრო მჩატეა მოძრავი სისტემა და რაც უფრო ნაკლები მექანიკური წინაღობა აქვს მასს მით უფრო ნაკლებია სისტემის ინერციულობა, და აქედან გამომდინარე არის უფრო დეტალური და სწორი ჟღერადობა და უფრო ნაკლები ვატია საჭირო ასეთი დინამიკის კარგათ ამუშავებაზე.
მაგრამ მჩატე სისტემა არ არის მყარი (ან ძალიან ძვირი მასალები უნდა იხმარო რომ ასე გააკეთო) არ არის მყარი ნიშნავს რომ გამაძლიერებლის დიდ ხმაზე და ბას დიაპაზონზე ცუდათ იმუშავებს! ამიტომაც ინჟინრები ეძებენ იდეალურ ბალანს მოძრავი სისტემის სიმჩატესა და სიმყარის შორის. ვის რა გამოუვიდა ამას უკვე ჩვენ ვაფასებთ.
ამიტომაც ინჟინრები აკეთებენ მჩატე მოძრავ სისტემებს იმ დინამიკებზე რომელიც მაგნიტოფონზე სამუშაოდ არის გათვლილი, ხოლო მძიმეს იმ დინამიკებზე რომელიც გამაძლიერებელზე უნდა შეერთდეს.
თუ რამე კითხვები გექნება არ მოგერიდოს
gvelcoხმის და ვიბრო იზოლაციას გირჩევდი კარებებზე.
ის ნაცრისფერი საფარი რომ აქვს შენს მანქანას ესეც გარკვეულ წილად ხმის იზოლაციაა
This post has been edited by EMMA GEORGIA on 7 Sep 2015, 16:35
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99