BerGწინა პოსტში თავაზიანათ განიშნეთ რომ მეტი ტაქტი და ზრდილობა გმართებთ როცა ამ თემაში პოსტავთ!
როგორც სჩანს თქვენ ამას ვერ მიხვდით და აგრძელებთ ჩემს შეურაწმყოფას!
თქვენი მაგნიტოფონის პრობლემა ცნობილია ჩემთვის რადგან მაგდაგვარი პრობლემა აქვს სხვა პიონერებსაც! რა მნიშვნელობა აქვს ჩამოყვა HDD დისკი თუ გადამწვარია? ფაქტია რომ ამ მოწყობილობის გარეშე აუდიო/ვიდეო რესივერი არ მუშაობს, და რადიოს გარდა ვერაფერს მოუსმენს ადამიანი. (ზოგ მოდელებზე ეს ფუნქციაც არ ირთვება ხოლმე). რადიო, რომელიც იაპონური სტანდარტის არის და ერთი არხის მეტს არ იჭერს არაფერს საქართველოში!
ეს პრობლემა რომ გაკეთდეს საჭიროა თავისივე ვინჩესტერის შოვნა რადგან 99% პიონერის მოდელზე, ეს უბრალოთ ვინჩესტერი არ არის, და მასში ასევე დგას პლატა რომელიც აკავშირებს ვინჩესტერს აუდიო/ვიდეო რესივერის სხვა პლატებთან რომ მოხდეს ინფორმაციის წაკითხვა. მე პირადათ ახლო მეგობრებისთვის გადამიკეთებია რამდენიმე პიონერის მოდელი, რომ მათ ემუშავად ჩვეულებრივ 250 GB კომპიუტერის ვინჩესტერებზე, მაგრამ ამისთვის საჭიროა ე.წ. ემულატორის აწყობა რომლის მეშვეობითაც მაგნიტოფონი დაინახავს ახალ ვინჩესტერს და დაუმეგობრდება მასს. ამის გარდა საჭიროა სპეციალური სოფტის (ბიოსის) მოძებნა და ჩამოქაჩვა რუსული ფორუმებიდან(ყველა მოდელს ტავისი სჭირდება), რომელიც საჭიროა მაგნიტოფონისთვის რომ აამუშაოს ემულატორი, და იმუშაოს ვინჩესტერთან. ასევე აღუდგეს ყველა ის ფუნქცია რომელიც ქარხნულად ჰქონდა ჩადებული.
ამას სჭირდება 10-20 დღე მუშაობა (აწყობა, პროგრამირება და ა.შ) !!!! ასევე სადრაც 250-300 ლარის ნაწილები!
ნება მომეცით გკითხოთ!? 10-20 დღე რომ იმუშაოთ სულერთია რა საქმეზე, რამდენად შეაფასებდით თქვენს ნამუშევარ დროს? ეს მიგანიშნებთ ხელოსნის საფასურის თანხას რომელიც ნაწილებს ემატება
ერთადერთი სწორი გზა არის ისევ თავისივეს შოვნა, რომელიც თუ იშოვეთ 300-500 ლარს უფასებენ დაშლილებში (ჩემი მეგობრების თქმით)
ღირს საერთოდ დროის ხარჯვა, და ამაში ფულის ჩადება?
იმედია ეხლა მაინც დამეთანხმებით რაც ადრე მოგწერეთ!
და ასევე გაითვალისწინედ: ეს თემა არის მეგობრული რჩევების და გამოცდილების გაზიარების თემა. აქ არავინ არ არის ვალდებული ვინმეს რამე უმტკიცოს ან აუხსნას. თქვენ წერთ თქვენს შეკითხვას, და ფორუმელები მასზედ გპასუხობენ. ნება თქვენია თქვენ ამას გაითვალისწინებთ თუ არა!!!
zedmetiმე ზუსტად აღარ მახსოვს, მაგრამ თუ გუგლში აკრიფავთ How to burn Japanese standard DVD disc ბევრ უფასო პროგრამას ნახავთ. ამ თემის შუა გვერდებზე ფორუმელმა დადო რაღაც პროგრამა სპეციალურად ამისთვის.
Nemiroffშესაძლებელია. გააჩნია რანაირი (რამდენი) ბასი გინდათ. თუ აუდიოფილური ბასის მოყვარული ხართ მაშინ 8 ინჩიანი დინამიკი საკმარისი იქნება თქვენთვის და მინიმალური გადაკეთებები იქნება საჭირო. თუ დიდი ბასი გინდათ მაშინ რაღაც კომპრომისზე წასვლა იქნება საჭირო. ჯობია მანქანა მანახოთ და გაგესაუბროთ, რომ სწორად გირჩიოთ თქვენთვის საჭირო ვარიანტი.
PITA777ეს არის საბის ფაზის გადამრთველი. ფიზიკას რომ არ ჩაუღრმავდეთ ვეცდები მარტივად ავხსნა. იდეალურ შემთხვევაში წინა და უკანა დინამიკები (საბვუფერი) უნდა უკრავდნენ ერთ ფაზაში. მაგრამ ზოგჯერ სალონის არეკვლების გამო საბიდან წამოსული ხმის ტალღა ტრიალდება და მსმენელამდე უკუფაზაში მოდის. აქედან გამომდინარე თუ თავიდანვე საბი გამოუშვებს ხმის ტალღას უკუფაზაში, მსმენელამდე იგი სწორ ფაზაში მიაღწევს.
აი ამისთვის არის ზუსტად ეს ღილაკი. ანუ იმ პოზიციაში უნდა დააყენოთ რომელშიც თქვენთვის ხმა უფრო კომფორტულია. თქვენი ყური უკეთ არჩევს ფაზაში უკრავს საბი თუ უკუფაზაში