gvelcoსადღაც 11.5 ვოლტის ქვემოთ ითიშება ყველა აპარატი. აკუმულატორი ახალია თუ არა ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს! მთავარია რამდენ ვოლტამდე ვარდება დენი როცა სტარტერი ტრიალებს. ეს ტესტერით ადვილათ ისინჯება
PITA777შორეულ აღმოსავლეთის "შედევრები" გამოირჩევა ასეთი "უნიკალური ჟღერადობით" ცოტა ხანში კიდევ სხვა პრობლემების შემჩნევას დაიწყებ ჟღერადობაში. ნუ რას იაზავ ეხლა

იმ სამი დინამიკიდან რომელიც გირჩიე ყველაზე ადვილი დასაყენებელი და ყველაზე საუკეთესო მაგნიტოფონზე სამუშაოდ არის ALPINE SXE-1725. თანაც იაფია, და შენს მაგნიტოფონისთვის მე რომ მკითხო ეგეც ზედმეტია!
SBG-სერია ალპაინში არის მაღალი ხარისხის აკუსტიკა, და თუ შენი მაგნიტოფონის დატოვებას აპირებ ტყვილად გადაყრილი ფული იქნება

GROUND-ZERO არის გერმანული ჟღერადობის აკუსტიკა (მე ყველაზე მეტად მომწონს ამ სამში) , თუმცა სომძლავრე მეტი სჭირდება რადგან ძლიერი აკუსტიკაა, და გამაძლიერებელზე ჯობია მათი ჩართვა.
რაც შეეხება დიდ ბასს და ჭარბ მაღალ დიაპაზონს:
საერთოდ ყველა სოლიდური მწარმოებელი ცდილობს რომ შექმნას აკუსტიკა რომელიც რაც შეიძლება ნაკლებათ შეაფერადებს ჩანაწერის ჟღერადობას და ზუსტად გადმოსცემს ჩანაწერის იმ ჟღერადობას რომელიც ჩაწერის დროს ხდებოდა. ანუ, მთავარი მისია ინჟინრების არის რაც შეიძლება ზუსტად გადმოიცეს ჩანაწერის ატმოსფერო და ტემბრალური ბალანსი, და არა ის რაც მათ ან ვინმეს ყურს სიამოვნებს (გემოვნება ხომ ყველას სხვა და სხვა გვაქვს).
ამიტომაც კარგი ბრენდის აკუსტიკა ასეთი ჟღერადობით რომ იოპოვო ფაქტიურად გამორიცხულია!
ისევ პოვასონიკი, ენეონი, პამოკი და ამდაგვარი "შედევრები" უნდა მონახო მაშინ