PITA777სამწუხაროდ მე არ მიჯერებთ ხოლმე ფორუმელები.

რაღაცას სადღაც იყიდით ხოლმე და მერე რომ გაგიცრუვდებათ იმედები მთხოვთ რამე გიშველოთ

ალბათ ყველა ვინც მე პირადათ მიცნობთ დამეთახმებით რომ მე ეს ყველაფერი ნამდვილად არ მეზარება და ყოველთვის მოხარული ვარ რომ გავაკეთო ყველაფერი რაც შემიძლია რომ დაგეხმაროთ კარგი საუნდის აწყობში თქვენ ავტომობილებში. თუმცა შორეულ აღმოსავლეთის "შედევრებიდან" და კონტრაფაქტული პროდუქციიდან კარგი ხმის მიღება მეც არ შემიძლია. ჯადოქრობა არის ამისთვის საჭირო

მთელი თქვენი პრობლემები არის იმ შორეული აღმოსავლეთის "შედევრის" ბრალი რომელსაც თქვენ მაგნიტოფოს ეძახით!
ამას ყველასთვის ვიტყვი კიდევ ერთხელ:
კარგი ხმა რომ მიიღოთ საჭიროა სამი ძირითადი კომპონენტი!
1) კარგი ხმის შემქნელი მოწყობილობა(აუდიო-რესივერი "მაგნიტოფონი")
ესეთ მოწყობილობაში უხეშად რომ ვთქვათ იქმნება ჟღერადობა ციფრული კოდიდან რომელიც ჯერ სტუდიაში და მერე ვინმეს კომპიუტერიდან ჩაიწერა დისკზე/ფლეშკაზე. როგორი ხარისხით მოხდება ეს გარდაქმნა აი ეს არის უდიდესი საქმე და ამაზე ზრუნავენ ცნობილი ბრენდების ინჯინრები რომ რაც შეიძლება ნატურალური ჟღერადობა მიიღონ. DAC ეს კომპონენტია ამაზე პასუხისმგებელი და ცნობილი ბრენდების აუდიორესივერების საფასურის ნახევარი ჯდება წარმოების დროს!
კარგი აუდიო ხარისხის ამ კომპონენტ სულ რამდენიმე ფირმა აწარმოებს მსოფლიოში და მიტომაც შორეულ აღმოსავლეთში ესეთი კომპონენტები რომ გამოიყენონ პოვასონიკი ეღირება იგივე რაც მაგალითად პიონერი ალპაინი ჯივისი ან სონი. ვიღა იყიდის მერე პოვასონიკს, ენეონს, პამოკს და სხა "შედევრებს" თუ იგივე ფასი ექნებათ რაც ცნობილ ბრენდებს.
2) ხმის გაძლიერების ფაქტორი ხმის შექმნის შემდგომ.
წარმოიდგინეთ რომ დინამიკი არის მანქანა (დაუშვათ 1.5 ტონის წინის) რომელსაც სჭირდება ძრავის გარკვეული სიმძლავრე რომ მისი ტარება სიამოვნებას განიჭებდეთ.
ასეთ წონის ძარას სჭირდება მინიმუმ 150 ცხენი (სადღაც 2-2.5 ლიტრი მოცულობის ძრავი) რომ ნერვები არ მოგეშალოთ არც ქალაქში და არც ტრასაზე მოძრაობისას.
წარმოიდგინეთ რომ ასეთ მანქანაში ვიღაცამ ჩააყენა 50-60 ცხენიანი 1 ლიტრიანი ძრავი! რა საკვირველია მანქანა იმოძრავებს მაგრამ ვაი ასეთ მოძრაობას ხომ

იგივეა ზუსტად კარგი დინამიკი შეერთებული დაბალი სიმძლავრის გამაძლიერებელზე! მუშაობს, თუ ამას მუშაობა ჰქვია!
კარგი ხმა რომ მიიღოთ საჭიროა კარგ აუდიო-რესივერიდან გამოსული ხმის სათანადო გაძლიერება რომ ხმის დაზიანება არ მოხდეს. ანუ ცალკე ხმის გამაძლიერებელი!
ყველაზე სუპერ ბრენდის სუპერ მაგნიტოფონიც 20-25 რეალურ ვატზე მეტს ვერ იძლევა არხზე გამომდინარე ბევრი ტექნიკური ფაქტორიდან რის გამოც მწარმოებელი ვერ ახერხებს მაგნიტოფონებში უფრო ძლიერი გამაძლიერებლის ჩამონტაჟებას.
3) დინამიკები
პირველი სახელწოდება დინამიკის იყო რეპროდუქტორი! ანუ შემქნელი/გარდაქმნელი
დინამიკი არის ალბათ ასევე მთავრი კომპონენტი კარგი ჟღერადობის მისაღებათ. რაც უფრო კარგი ხარისხის დინამიკი გექნებათ მით უფრო კარ ხმას მიიღებთ, რა საკვირველია იმ შემთხვევაში თუ პირველი და მეორე ზემოთხსენებული კომპონენტები თავის საქმეს სწორად და კარგათ აკეთებენ. სხვა შემთხვევაში დინამიკი იმას გარდაქმნის რაც მიაწოდეს ანუ ვერაფერს კარგს