[QUOTE]დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნელ-ნელა სურათებს გადავიღებ და ბოლოს თემაში დავდებ აუცილებლად

2/4 არხიან გამაძლერებლების არჩევაში ნამდვილად დავიბენი.
მგონი მაინც ჯობია რომ 2 არხიანი დავაყენო და სამომავლოდ აქტიური საბი დავამატო ან მეორე სავარძლის ვარიანტი გამოვიყენო. მითუმეტეს, ერთი გამაძლიერებელი ისედაც თუ არაა რეკომენდირებული.
ეს მასალა ვიყიდე დღეს, კარების დამუშავებისათვის.
GROUND ZERO GZDM 3700-ABდა მაინტერესებს, იგივე მასალა გამოდგება "აბვივკის"-თვის?

თუ ეს ჯობია:
GROUND ZERO GZDM 1850-MLქარხნულად პარკი რაც არის მიწებებული კარებზე მოვხსენი და როგორ გავაკეთო საბოლოოდ, იგივე პარკის დატოვება მგონი არ ღირს, თუ არ ვცდები ადრე გეწერათ თემაში.. ანუ როგორ კეთდება ხოლმე ზოგადად

ერთი მხარე დავშალე და გავასუფთავე უკვე, საკმაოდ მტვრიანი აღმოჩნდა.
მადლობა[/QUOTE]
[/QUOTE][/QUOTE]
ვიბროიზოლირების გაკეთება მანქანაში არის ძალიან საპასუხიგებლო და რთული პროცესი, რამდენადაც მარტივად არ უნდა სჩანდეს თავიდან.
ძალიან საპასუხისმგებლოა გაკვრამდე მანქანის მომზადება, რომ შემდგომში საიზოლაციო მასალები არ აძვრეს, და პრობლემა არ შეგექმნეთ.
მე გირჩევდით შემდეგნაირად:
1) ხსნითკარებებზე შიდა პანელების(აბივკების)
2) მოძრეთ ქარხნული პოლიეთილენის პარკი რომელიც კარებს შეიგნიდან უკეთია. (ნაგავში მაშინვე

)
3) შემდეგ უნდა მოხდეს ზედაპირების ცხიმისგან და მტვრისგან გაწმენდა! ეს აუცილებელია!!!!!!!!!!!
ჩასვით ყველა ღილაკი ან შტეკერი ცელოფნის პარკში და ჰერმეტულად მოუკარით თავი მაგ. იზოლენტით/სკოჩით. შემდგომ შეიძინეთ ძრავის სარეცხი სითხე (კერხერის მაღაზიაში მშრალი ხიდის მოპირდაპირე მხარეს, თუ არ ვცდები 8-9 ლარი ღირს 1 ლიტრი "გრასის" ფირმის სითხე). ჩაასხავთ შუშების საწმენდ სითხის ბოთლში 1 მოცულობა სითხეზე 3 მოცულობა წყალის შეფარდებით ანუ 1/3 და შეასხით კარებებში ყველგან სადაც მიწვდებით. ელოდებით 5 წუთი და ჩამორეცხეთ უხვი რაოდენობა წყლით მაგ. შლანგიდან

, და კიდევ ერთხელ გაიმეორებთ. გაშრობის შემდეგ ზედაპირი იქნება ახალივით

ეს საქმე სადმე სამრეცხაოზე შეიძლება გაკეთდეს, თუმცა უნდა იყოთ დარწმუნებული მრეცხავის აკურატულობაში!
4) შემგომში ვიწყებთ ვიბროიზოლაციის გაკვრას კარების გარე თუნუქის შიდა მხრიდან. რაც უფრო დაფარავთ ამ თუნუქს ვიბროიზოლაციის მასალით მით უფრო მეტ კომფორტს და კარგ ხმას მიირებთ საბოლოოდ, თუმცა ეს ხარჯიანი თემაა! ჯობია მონახოთ თბილი გარაჟი ამ საქმისთვის რადგან შემთბარ რკინაზე ბევრად უკეთესი ადგეზია აქვს წებოს.
5) ამის შემდეგ უნდა გააკრათ ხმის ტალღის დამშლელი მასალა:
http://www.caraudio.ge/ka/xmis-izolacia/10...-aero-wave.htmlგაჭერით 1 ფურცელი შუაზე და ააკარით ისე რომ დინამიკის უკანა მხარის მოპირდაირე მხარეზე აღმოჩნდეს, რადგან მოხდეს არეკლილი პარაზიტული ტალღების დაშლა.
6) დადგა დრო დაიფაროს კარის შიდა მხარის ყველა ტექნოლოგიური ჭრილი! ვიღებთ ამ მასალას:
http://www.caraudio.ge/ka/vibroizolacia/38...dm-1850-ml.htmlდა ვფარავთ ყველა ტექნოლოგიურ ნახვრეტს, რადგან შეიქმნას მანქანის კარებისგან დახურული აკუსტიკური ყუთის მაგვარი რამ. საერთოდ თუ მთლიან ზედაპირზე გაიკვრება შიგნიდან უფრო კარგი იქნება.
ვაყენებთ დინამიკს პოდიუმებზე (ჯობია ხის) და ვხურავთ კარებებს პანელებით.
თუ ყველაფერს სურატებს გადაუღებთ და დადებთ თემაში მადლობელი ვიქნები. ასევე შეიძლება ეს სურათები მომავალში გამოგადგეთ თუ მოხერხდა საქართველოში EMMA-ს საუნდ შოუს/ჩემპიონატის ჩატარება, თქვენ შესძლებთ თქვენს აუდიო-კლასში ასპარეზს და შეიძლება პრიზის მოგებას
albioliE-34 მულტისაჭე არ ეყენა ქარხნულად რამდენადაც მახსოვს? ნომერი შეგეშალათ თუ უფრო ახალი E-39 საჭეა შემდგომში დაყენებული ?
/////AMGთუ დარწმუნებული ხართ კაბელის ხარისხში, მაშინ რჩება დამტენი. თქვენი დამტენი რამე ბრენდის არის თუ აქ ნაყიდია?