superhardwareკარგი აპარატი გყოლიათ
დარწმუნებული არ ვარ კონკრეტულად თქვენს მოდელზე, თუმცა არამგონია ქარხნულად 10-12 ინჩიან მეტზე დიდი ჭრილი ჰქონდეს საბისთვის. აბა გაზომეთ, 15 ინჩიანის შემთხვევაში 38 სანტიმეტრი უნდა გამოვიდეს დიამეტრი. 12 ინჩიანი -30 სმ არის და 10 ინჩიანი 25 სმ.
თუ ადგილზე არ იქნება საბ-დინამიკი შეუკვეთავთ და ჩამოგიტანენ.
მაგნიტოფონს რაც შეეხება დარწმუნებული ვარ რომ სხვაობას მაშინვე შეატყობთ ჟღერადობაში. ხმის სიდიდე შეიძლება იგივე იყოს, თუმცა ხმა არსობრივათ შეიცვლება და გახდება უფრო მდიდარი, ღრმა დეტალიზაციით და ბევრად ნატურალური ჟღერადობით.
შევადარებდი მობილურ ტელეფონს კარგი და ცუდი რეზოლუციის ეკრანით. ორივე შემთხვევაში ეკრანები ანათებს და შეიძლება ფერებიც ერთნაირი ჰქონდეთ, თუმცა კარგ ეკრანს ნატურალური გამოსახულება აქვს და თითქმის არ ეტყობა პიკსელები, გამოსახულება მკაფიოა, ღრმა და ნატურალური ფერების გადმოცემით. ფოთოლი ფოთოლს ჰაგავს ხოლო ცა კიდევ ცას! არა ისე როგორც ცუდ ეკრანზე სადაც ცა ძალიან ელექტრიკი-ლურჯია ხოლო ფოთლები ელექტიკი-მწვანე.
ხმაც დაახლოვებით იგივენაირად განისაზღვრება რეზოლუციით. კარგი სისტემის მთავარი მისია არის რაც შეიძლება გაუფერადებლათ და ნატურალირად გადმოსცეს მუსიკალური ინსტრუმენტების ჟღერადობა რომელიც ჩანაწერის დროს გაკეთდა სტუდიაში/კონცერტზე, რომ შეიქმნას ლაივ-კონცერტის შეგრძნება მანქანაში.

განვადება არის TBC-ბანკის 3-24 თვემდე 0%-იანი.
fanatiiკარების ფრონტალურ დინამიკებს აჯობებს რომ მოუსმინოთ სანამ იყიდით! ამის საშუალება არის CARAUDIO.GE-ს მაღაზიაში. ამიტომაც გტხოვტ წინასწარ ერთი 2-3 დღით ადრე დამირეკეთ რომ დავგეგმო და მარაზიაში მეც მოვიდე რომ გაგცეთ ყველა თქვენს შეკითხვაზე პასუხი.
ალბათ ნანობთ რატომ ჩამოიტანეთ საერთოდ თქვენი გამაძლიერებლები, და ასევე რომ გცოდნოდათ რომ 120 ლარი მარტო გზა დაგიჯდებოდათ ალბათ არასდროს გამოიწერდით ხომ?

სამწუხაროდ ფორუმელები არ მიჯერებენ ხოლმე რომ ვაფრთხილებ რაიმე საკითხზე. ჰგონიათ რომ CARAUDIO.GE-ს უსაღებ აპარატურას და აქედან წილები მომდის

მე არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მაქვს CARAUDIO.GE-ში. ეს არის EMMA-GEORGIA-ს კომერციული პარტნიორი კომპანია და პირადათ ვაკონტროლებ მასს როგორც საქართველოში საავტომობილო აუდიო-მულტიმედია სისტემების მოყვარულთა ასოციაციის უფროსი! ხოლო EMMA-GEORGIA ევროპულ მობაილ მედია ასოციაციის EMMA-ს ფილიალია საქართველოში. მე როგორც ყველა ამ ასოციაციის წევრი ვარ არაკომერციული იურიდიული პირი და არანაირი ფინანსური დაინტერესება არ მაქვს

უკვე 3 წელია იმაზე ვიბრძვი რომ საქართველოში ჩამოყალიბო ამ მიმართულების მოყვარულთა დიდი წრე, სწორი მიდგომა და განვითარება მივცე ამ საინტერესო თემას, და რაც შეიძლება მალე ჩავატარო EMMA-ს შეჯიბრები საქართველოს სხვა და სხვა ქალაქში.
იმედია რომ ღმერთის წყალობით ეს სულ მალე მოხდება, და ასევე სულ მალე საქართველოს შეჯიბრების ფინალისტები EMMA-ს ფინალზე გაემგზავრებიან ჩემთან ერთად ზალცბურგში (ავსტრია). მაგრამ ამისთვის ჯერ საჭიროა ამ მიმართულების სწორი განვითარება საქართველოში, ძლიერეი მოყვარულთა კლუბი, და ბევრი სწორად აწყობილი და კარგათ ჟღერადი სისტემა.
აი ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა, და ზუსტად ამის გამო ჩემი მოთხოვნით და EMMA-ს სათაო ოფისის დახმარებით შეიქმნა კომპანია CARAUDIO.GE. ზუსტად EMMA-ს სათაო ოფისის და კერძოთ ალექს კლეტის (პრეზიდენტი) დიდი დახმარებით საქართველოსთვის აუდიო-მწარმოებლებმა დაუწესეს ყველაზე დაბალი ფასები მსოფლიოში.
ზუსტად ამიტომაც და EMMA-ს კონტროლით, კომპანია CARAUDIO.GE- ს შემოაქვს აპარატურა მხოლოდ შემდეგი პრინციპით : კარგი უკეთესი და საუკეთესო! (თანაც მსოფლიოში ყველაზე დაბალ ფასად)
albioliჩემი ვარაუდით პანელის შტეკერს ან მის მიმღებს მაგნიტოფონზე უნდა სარჩილავით "პაიკის აღდგენა"
This post has been edited by EMMA GEORGIA on 6 Jan 2016, 23:16
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)