dzveloთუ საბარგულში საბს აყენებ მაშინ დინამიკების თაროზე დაყენება არ გამოგივა. ყველა ბასის დარტყმაზე შენი დინამიკების დიფუზორები რაკეტის სიჩქარით კოსმოსიკენ მიემართება

ერთხელაც მართლა გაფრინდებიან

მოკლედ არ გამოვა არფერი რადგან ბასის წნევა ბევრად მეტია ვიდრე დინამკის და სჯობნის ამას ვერსად გაექცევი.
თუმცა მე ვფიქრობ რომ 6925 საკმარისი ბასი ექნებათ და საბის დიდი საჭიროება არ იქნება.
1725 დინამიკები ნორმალურია მაგნიტოფონზე თუ ამუშავებ. საერთოდ მათ ყიდვას მაგნიტოფონზე სამუშაოდ კომპონენტური SXE1750 გირჩევნია იყიდო თუ საშუალება არის ამის.
PIKNIKAგამაძლიერებელზე 1725 შეერთება არ შეიძლება. ესაკუსტიკა მხოლოდ აუდიორესივერზე სამუშაოდ არის შექმნილი.
GROUND ZERO GZIF-6503 კიდევ პირიქით. გამაძლიერებელზე ძლიერი ხმა აქვს და დაბალ დიაპაზონშიც კარგათ უკრავს, თუმცა ბას დიაპაზონს მხოლოდ საბი უკრავს, დინამიკებისგან ამას ნუ ელით. აქვს ძლიერი მაგნიტი, გამძლე ხვია, და რეზინის დაკიდულობა. მოკლედ შექმნილია დიდი სიმძლავრეებისთვის
ეს აკუსტიკა ბევრი გაიყიდა და ყველა ძალიან კმაყოფილია რამდენადაც ჩემამდე მოდის ინფორმაცია

ლეგასის მფლობელების ფავორიტია. აყენებენ გაფუჭებული მაკინტოშის დინამიკების მაგივრად და ძალიან მოწონთ ჟღერადობა

გამაძლიერებელზე მე გირცევდით მათ დაყენებას.
m_lashარ მომისმენია და ამიტომაც არვიცი შესაძლებლობები!
თუმცა ეს არის ახალი ტიპის აპარატი სადაც გამოყენებულია D -კლასის ტიპის მიკრო გამაძლიერებლები. უწერია 100 ვატი არხზე, მგარამ დააკვირდით რა უწერია კიდევ
100 W OUTPUT POWER (4 OHM, 1 KHZ, 16 V)
1 კილოჰერც სიგნალის შემთხვევაში და თუ კვების ვოლტაჟი არის 16 ვოლტი. ეს ნიშნავს მარკეტინგულ ხრიკს და სხვა არაფერს რომ ჩვეულებრივი ხალხი დააბოლონ. მანქანის საშიალო ვოლტაჟი არის 13.5-14.2 ვოლტი, 16 ვოლტზე ადუღდება აკუმულატორი უბრალოთ, და გამოვა მწყობრიდან.
1) 2 ვოლტით ნაკლები კვება სადღაც 20% ანუ 80 ვატამდე დაწევს გამაძლიერებლის სიმძლავრეს.
2) რას აღნიშნავენ ამ ტერმინით OUTPUT POWER? თუ ეს არის MAX OUTPUT POWER მაშინ სადღაც ნახევარზე უნდა გაიყოს რომ მივიღოთ ნომინალური ანუ RMS სიმძლავრე.
3) დაუშვათ რომ გვაქვს ნომინალური 80 ვატი. 1 კილოჰეცზე ყველა გამაძლიერებელი სტაბილურია და იძლება ლაბორატორულად გაზომილ 80 ვატს. მაგრამ როცა მივაწოდებთ მთელს აუდიო სიგნალის დიაპაზონს 20- 20 000 ჰერცამდე მერე დაიწყება საინტერესო ამბები ჩვენს ლაბორატორიაში

ბას რეგისტრების გატარების დროს ჩვენი გამაძლიერებლის სიმძლავრე კიდევ სადღაც 40-50 % დავარდება და მივიღებთ 40-48 ვატს 100 მაგივრად.
ეს მარკეტინგული ხრიკია და იაპონური აპარატურის ძირითადი გაზომვის მეთოდი. გერმანელები მაგალითად მთელს დიაპაზონზე სინჯავენ ყოველტვის აპარატურას