fanatiiკონდესატორი უსათუოდ კარგი რამეა თუმცა მე მას მივაქცევდი ყურადღებას უკვე დესერტათ. კონდესატორის მთავარი ფუნქცია არის დენის დიდი მოხმარების იმპულსების დროს(ძირითადათ დიდ ბასის დროს) მიაწოდოს გამაძლიერებელს მომენტალურად ენერგია, როცა აკუმულატორს დრო სჭირდება ქიმიური პროცესის მეშვეობით ელექტროენერგიის შექმნაში. ანუ აქ მილიწამებზეა ლაპარაკი რასაც აკუმულატორი ვერ "ქაჩავს" ხოლო კონდესატორი ასწორებს ამ დენის ვარდნებს დაგროვილი ენერგიის მეშვეობით. აქედან გამომდინარე როცა არ არის ლაპარაკი დიდ სიმძლავრეებზე და ბიუჯეტი შეზღუდულია ჯობია თანხა სხვა უფრო საჭირო კომპონენტებში ჩაიდოს, ხოლო კონდესატორს მერეც დაამატებთ.
დინამიკებს რაც შეეხება მე ასე მოვიქცეოდი:
ვიყიდდი რაც შეიძლება კარგ აკუსტიკას წინა კარებებისთვის. თუმცა ყველას თავისი გემოვნება და აღქმის თავისი სტანდარტი აქვს. აქედან გამომდინარე ჯობია სტენდზე მოუსმინოთ ჯერ და გადაწყვეტილება მერე მიიღოთ. შეიძლება თქვენ იაფიანიც მოგწონთ და რატომ უნდა იხადოთ ტყვილად ფული.
ხოლო უკან იდეალურია თუ დააყენებთ ფრი აირ საბ დინამიკებს თაროზე: Gladen 08 Free Air. სპეციალურად სედანებისთვის და ჰეტჩბეკებისთვის არის შექმნილი და არის ულტრა მჩატე(მჩატე მაგნიტებზე დამზადებული). მაგრამ ამას ცოტა თაროს გადაკეთება შეიძლება დასჭირდეს .
შეიძლება ასევე ოვალების დაყენება თაროზე და მათი საბებათ გამოყენება. გამაძლიერებლის ფილტრით მოიჭრება ზემო დიაპაზონი და მიიღებთ საკმაოდ ნორმალურ ბასს.
მაგრამ ზემოდ თქმული არის სწორი მიდგომა რაც საქართველოში არ არის პოპულარული, რადგან ჩვენი "გაგებით" ხმა უკნიდან თუ არ მოდის ქართველები მუსიკას ვერ აღვიქვამთ

თუ ესეა ოვალები მთელს დიაპაზონზე ამუშავედ!
* * *
GEORGEXIIIანუ თქვენ გინდათ გამაძლიერებელი და თაროზე ახალი დინამიკები ხომ სწორად ვხვდები?
წინ იგივე რჩება ალბათ ხომ? და წინა დინამიკები არ უნდა შეერთდეს გამაძლიერებელზე რამდენადაც ვხვდები ხომ ესეა?
This post has been edited by EMMA GEORGIA on 31 Jan 2016, 11:36
EMMA GEORGIA -The EMMA (European Mobile Media Association) official rights representative in Georgia
www.emmanet.com
Viktor Buachidze - The EMMA GEORGIA Chairman
Tel: (+995) 555 54-55-99
CARAUDIO.GE the commercial partner of EMMA GEORGIA
www.caraudio.ge
(+995) 551 34-55-99